მთავარისიახლეებისაზოგადოებარუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა?

რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა?

Published on

საინფორმაციო სააგენტო "პირველის" ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა თანამდებობა დატოვა. თავად გიორგი ლაფერაშვილი ამ დროისთვის საზღვარგარეთ იმყოფება და მასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სატელეფონო ზარს არ პასუხობს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებენ სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები.
„პირველის“ ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, გადაწყვეტილება თავად მიიღო თუ არა გიორგი ლაფერაშვილმა, თუმცა ცნობილია, რომ ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ პოზიციაზე ტელეკომპანიის ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და თამარ ბაღაშვილი მოიაზრებიან.
 
გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის ფარგლებში "რუსთავი 2"-ზე რამდენიმე გადაცემა დაიხურა. ასევე, მიმდინარეობს კადრების შემცირება.
 
საინფორმაციო სააგენტო „ოდიშინიუსი“ ცდილობს გიორგი ლაფერაშვილთან დაკავშირებას. ჩვენი ინფორმაციით, რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი აშშ-ში იმყოფება. ლაფერაშვილის პასუხს ჩვენ მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...