მთავარისიახლეებისაზოგადოებაჟურნალისტური ეთიკის ქარტია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერ აქციას სუს-ის შენობასთან გამართავს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერ აქციას სუს-ის შენობასთან გამართავს

Published on

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მხარდასაჭერ აქციას 1 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გამართავს. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ სუს-ის უფროსის, ვახტანგ გომელაურის, განცხადება, თითქოს, აფგან მუხთარლი მწვანე საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა, არადამაჯერებელია.„ჩვენ, ხვალ 11 საათზე, შევიკრიბებით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან მოვითხოვთ კონკრეტულ განმარტებებს. სწორედ ეს უწყებაა პასუხისმგებელი საქართველოში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. დაუყონებლივ უნდა გაეცეს პასუხები კითხვებს – როგორ აღმოჩნდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოში მყოფი ჟურნალისტი პასპორტის გარეშე და თუ მართლაც იგეგმებოდა ამ ადამიანის გატაცება აზერბაიჯანის სპეცსამსახურების მიერ, რატომ არ ფლობდა ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი“, – განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრმა მაია მეცხვარიშვილმა. მისივე განმარტებით, თუკი უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობა საკითხთან დაკავშირებით ამომწურავ განმარტებებს არ გააკეთებს, შესაძლოა, პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიწყონ. 

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...