მთავარისიახლეებიკონფლიქტებიოკუპანტები გატაცებულის დაბრუნების სანაცვლოდ ოჯახისგან რუდიკ ცატავას სახლის...

ოკუპანტები გატაცებულის დაბრუნების სანაცვლოდ ოჯახისგან რუდიკ ცატავას სახლის გარემონტებას მოითხოვენ

Published on

 ოკუპანტების მიერ დაკავებული ხვიჩა წყაროზიას მამა დღეს  ენგურის ხიდზე პრევენციებისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფს დახვდა და მისი შვილის საკითხის შესწავლა სთხოვა.
 
როგორც რომან წყაროზია აცხადებს, მისი ვაჟი 23 დღის წინ დაკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ყველა სამთავრობო უწყებას მიაწოდა, თუმცა ამ დრომდე საკითხით არავინ დაინტერესებულა.
 
 ხვიჩა წყაროზიას გათავისუფლებაში ოჯახს  დოლარებში 50 ათასი რუბლის ექვივალენტი მოსთხოვეს. დაკავებულის მამამ, რომელიც გალში ცხოვრობს, მხოლოდ 30 ათასი რუბლის ექვივალენტის  შეგროვება შეძლო და ოკუპანტებს გადასცა. როგორც იგი ამბობს, დანარჩენი თანხის სანაცვლოდ კი მათ   აფხაზეთის მთავრობის დეპუტატის, რუდიკ ცატავას გალში მდებარე სახლის გარემონტება  მოსთხოვეს.
 
21 წლის ხვიჩა წყაროზია რუსმა ოკუპანტებმა მაშინ დააკავეს, როცა ე. წ. საზღვრის გადაკვეთას ე.წ ქობალიების პოსტიდან ცდილობდა.

სიახლეები

“ივანიშვილი არის დასამხობი”ამ ფრაზის გამო პროკურატურამ ახალაიას ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, თავდაცვის ექსმინისტრ ბაჩო ახალაიას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო...

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში...

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი – 9 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო

ბაგა-ბაღებიდან მოპარული 5 მლნ-მდე ლარი - საქართველოს პროკურატურამ, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 1550 ბავშვზე გათვლილი 16...

აშშ სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს

ამერიკის შეერთებული შტატები სამუშაო ვიზებთან დაკავშირებულ პროცედურას ამკაცრებს. ახალი რეგულაციის შესახებ განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის...