მთავარისიახლეებისაზოგადოებაიმისთვის, რომ ბაგა-ბაღმა ფუნქციონირების უფლება მოიპოვოს, ხუთი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს.

იმისთვის, რომ ბაგა-ბაღმა ფუნქციონირების უფლება მოიპოვოს, ხუთი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს.

Published on

„ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონპროექტი ოქტომბრიდან ამოქმედდება. როგორც ინიციატივის ავტორები ამბობენ, კანონის ამოქმედების გადადება დადგენილი სტანდარტის დაზუსტებამ გამოიწვია.სტანდარტში შესული ცვლილების მიხედვით, იმისთვის, რომ ბაგა-ბაღმა ფუნქციონირების უფლება მოიპოვოს, ხუთი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს. მას უნდა ჰქონდეს შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, უნდა ჰყავდეს აღმზრდელ-პედაგოგები. ასევე, უნდა აკმაყოფილებდეს წყლის, სანიტარიის და ჰიგიენის, ინფრასტრუქტურის და კვების დადგენილ სტანდარტებს.ინიციატივის მიხედვით, ყველა საბავშო ბაღი საერთო სტანდარტის ქვეშ მოექცევა და ბავშვები სკოლამდელ განათლებას კარგ პირობებში მიიღებენ. რეფორმა ევროპული ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე განხორციელდება. პარლამენტმა კანონპროექტი გასულ წელს დაამტკიცა.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...