მთავარისიახლეებიეკონომიკადევნილთა შემწეობა 45-დან 60 ლარამდე იზრდება?

დევნილთა შემწეობა 45-დან 60 ლარამდე იზრდება?

Published on

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი “ევროპული საქართველოს“ ინიციატივას, რომელიც დევნილთა შემწეობის 45-დან 60 ლარამდე გაზრდას ეხება. 
 
ინიციატივის მიხედვით, ასევე, საარსებო შემწეობის მიღების შემთხვევაში დევნილის შემწეობის მიღება აღარ შეჩერდება. დევნილი ოჯახის ბინით უზრუნველყოფა აღარ გამოიწვევს შემწეობის გაუქმებას. გარდა ამისა, ყოველთვიური შემოსავლის ზღვარი, რომელიც მიღების შემთხვევაში დევნილს შემწეობა ეხსნებოდა, 1250-დან 1500 ლარამდე აიწევს. დევნილის სტატუსი კი მიენიჭება არამხოლოდ იძულებით გადადგილებულ პირებს, არამედ მათ არაოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულ შთამომავლებსაც.
 
აღნიშნული ინიციატივის პაკეტი 2018 წლის ბიუჯეტში, საერთო ჯამში 75 მლნ ლარის მობილიზებას იოთვალისწინებს.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...