მთავარისიახლეებისაზოგადოებაჩვენთან არის არაჯანსაღად მაღალი რაოდენობა მოსწავლეების, რომლებიც ცდილობენ, რომ 12 კლასის ატესტატი...

ჩვენთან არის არაჯანსაღად მაღალი რაოდენობა მოსწავლეების, რომლებიც ცდილობენ, რომ 12 კლასის ატესტატი აიღონ – განათლების მინისტრი ნაციონალურ მოძრაობას პასუხობს

Published on

” გაუქმებით მგონი არ უნდა გავაუქმოთ, უნდა დავხვეწოთ და განვავითაროთ, ეს არის ჩვენი ამოცანა.  – ასე გამოეხმაურა  განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' მოთხოვნას, გაუქმდეს გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი.  
 
 წლევანდელი რაოდენობა სკოლის საატესტატო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების, პროცენტულად არ განსხვავდება შარშანდელისგან, თუმცა ეს დიდად სანუგეშო არაა. მეორე მხრივ, ჩვენთან არის არაჯანსაღად მაღალი რაოდენობა მოსწავლეების, რომლებიც ცდილობენ, რომ 12 კლასის ატესტატი აიღონ და უმაღლეს სასწავლებელში ისწავლონ. გერმანიაში თუ ეს რაოდენობა არის 40%, ჩვენთან არის 80%. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში პროფესიული განვითარების პოპულარიზაცია ნელ-ნელა შეამცირებს 12 კლასის ატესტატის აუცილებლობას. შესაბამისად, მხოლოდ ის ბავშვები გავლენ ამ გამოცდებზე, რომლებსაც აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება”, – განაცხადა ჯეჯელავამ. 
 
და რასაკვირველია, ჯეჯელავამ ამჯერადაც არ უღალატა საკუთარ თავს და ”ნაციონალურ მოძრაობას” და ,, ცხრა წელს'' გადაწვდა – როგორც ჩანს ,,ნაციონალურ მოძრაობას''  გაუნათდა გონება, ყველა ეს კომპონენტი მათი შემოღებულია, ახლა მიხვდნენ, რომ ვერ გააკეთეს მთლად კარგად რაღაცეები. ''- განაცხადა გონებანათელი მთავრობის მინისტრმა
 

 
 
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...