მთავარისიახლეებისაზოგადოება"მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც"-პატრიარქის მიმართვა დიასპორის...

“მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც”-პატრიარქის მიმართვა დიასპორის წარმომადგენლებს

Published on

მოგიწოდებთ, იყავით იქ, სადაც ბრძანდებით, მაგრამ ამავე დროს იყავით სამშობლოშიც, – ასე მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიასპორის ფორუმზე შეკრებილ საზოგადოებას.უწმინდესმა გამოხატა სიხარული იმის გამო, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები სამშობლში იმყოფებიან."რამდენიმე წლის წინ მე მოგიწოდებდით, რომ დაბრუნებულიყავით სამშობლოში. ახლა მოგიწოდებთ – იყავით იქ, სადაც ბრძანდებით. მაგრამ ამავე დროს, იყავით სამშობლოში. ეს საჭიროა უპირველეს ყოვლისა საქართველოსთვის. მე მინდა, მადლობა მოგახსენოთ იმ სულიერი თუ მატერიალური დახმარებისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ.თქვენ უნდა დაგვეხმაროთ მცირე და საშუალო ბიზნესის შექმნაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენმა შვილებმა, რომლებიც მოღვაწეობენ და ცხოვრობენ უცხოეთში, არ დაივიწყონ ქართული ენა, ქართული კულტურა. ეკლესია-მონასტრები, რომლებიც შეიქმნა უცხოეთში, გახდა ცენტრები ჩვენი სულიერი, ქართული კულტურისა, შეიქმნა წრეები ქართული ცეკვის, სიმღერის, ქართული ენისა და ლიტერატურის და ამაში მონაწილეობა უნდა მიიღოთ თქვენ", – ბრძანა უწმინდესმა და დიასპორის წარმომადგენლებს სთხოვა, რომ საქართველოს მოქალაქეები იყვნენ."შეიძლება თქვენ ცხოვრობთ უცხოეთში, მაგრამ ამავე დროს უპირველეს ყოვლისა, თქვენი წინაპრების ძვლები, ფესვები არის აქ, საქართველოში და ეს არ უნდა დაივიწყოთ. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლობელი ვართ იმისთვის, რასაც სამშობლოსთვის აკეთებთ. ღმერთმა ინებოს, რომ გამთლიანდეს საქართველო, აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთ", – ბრძანა უწმინდესმა.

სიახლეები

ლევანის ტყვეობა უფრო მეტს ამბობს თავისუფლებაზე, ვიდრე ლევანის თავისუფლებაზე ყოფნა- არქიმანდრიტმა ხაბეიშვილი მოინახულა

არქიმანრიტმა დოროთე ყურაშვილმა პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოინახულა. არქიმანდრიტის თქმით, მან პოლიტიკოსის აზიარა და...

გიორგი კანდელაკი და მასთან ერთად დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ...

ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ მე-19 სასანქციო პაკეტი დაამტკიცა

პარასკევს ევროპულმა კომისიამ დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი, მე-19 სანქციების პაკეტი. ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ...

გარემოს სააგენტოს ცნობით,22 სექტემბრამდე დასავლეთ საქართველოში იქნება ელჭექი, სეტყვა, შტორმი

⛈️ 21 სექტემბრის დღის მეორე ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია...