მთავარისიახლეებისაზოგადოებაბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს

ბათუმში ახალი მეჩეთი მუსლიმებმა შენობის გარეშე გახსნეს

Published on

ბათუმის ახალი მეჩეთი შენობის გარეშე – ასე წარადგინეს დღეს, 26 მაისს, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში ის ტერიტორია, სადაც მუსლიმები პარასკევობით ლოცვას აპირებენ.„დღეს და შემდგომ დღეებში პარასკევის ლოცვა და მარხვის თვის (რამადანის) განმავლობაში თარავის ლოცვა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაიმართება და ოფიციალურად გამოცხადდება ამ ტერიტორიაზე მეჩეთის მშენებლობის დაწყება. … ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობა ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რელიგიის თავისუფლებასა და თანასწორუფლებიანობის დაცვას, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა დღეს ტარიელ ნაკაიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართველ მუსლიმთა კავშირის“ თავმჯდომარემ.ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიას 8 თებერვალს მიმართა, მერიამ უარის პასუხი ფონდს 5 მაისს წერილობით გაუგზავნა. ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის 49/3-ში, მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე მერიამ უარი იმ მოტივით დაასაბუთა, რომ ეს ტერიტორია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს, საკულტო ნაგებობა კი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია.
ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...