მთავარისიახლეებიპოლიტიკაფოტო მედვედევთან - ოპოზიცია ქუმსიშვილს ქცევას უწუნებს, მმართველი გუნდი კი მომხდარში აჟიოტაჟის...

ფოტო მედვედევთან – ოპოზიცია ქუმსიშვილს ქცევას უწუნებს, მმართველი გუნდი კი მომხდარში აჟიოტაჟის მიზეზს ვერ ხედავს

Published on

საქართველოს ვიცე-პრემიერისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრის ერთობლივი ფოტო, კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენელთა მსგავსი ქმედებები რუსეთთან ურთიერთობების ე.წ. შერბილებას ემსახურება.„პრობლემის არსი არის არა სწორ ქცევაში, არამედ დამოკიდებულებაში ზოგადად რუსეთთან ურთიერთობაში, როდესაც ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ და ჩვენი აზრით არ გავამწვაოთ ურთიერთობა, როდესაც თავად ურთიერთობა ძალიან გამწვავებულია,“- ამბობს ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია.დიმიტრი ქუმსიშვილის გადაწყვეტილებას გადაეღო სამახსოვრო ფოტო რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, "არასწორს" უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში.„ფინანსთა მინისტრს ელემენტარულად შეეძლო რომ უბრალოდ არ მიეღო იმ ფოტოსესიაში მონაწილეობა და ამით არაფერი დაშავდებოდა. უბრალოდ ისტორიაში ვერ მოხვდებოდა ამ „დიდ ადამიანებთან“ ერთად. სამაგიეროდ მოხვდებოდა სწორ ქცევაში,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტება იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობა. მმართველი გუნდის წევრთა განცხადებით,  ეს იყო პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტო და მას პოლიტიკური დატვირთვა არ უნდა მიეცეს.„ნაკლებად მგონია, რომ ის რაც არის პროტოკოლით და ოფიციალური სტანდარტით განსაზღვრული, ასეთი ფაქტების პოლიტიკურ ჭრილში გადატანა იყოს მიზანშეწონილი. მესმის ამ საკითხის მორალური მხარე და აბსოლუტურად გასაგებია ემოციური ნაწილი საკითხის, მაგრამ ეს იყო ოფიციალური პროტოკოლური ფოტო, როგორც განმარტა მინისტრმა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.შეგახსენებთ, რომ ფოტოზე, რომელიც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმზეა გადაღებული, დიმიტრი ქუმსიშვილი რუსეთის მთავრობის მეთაურის დიმიტრი მედვედევის გვერდით დგას.

სიახლეები

აშშ-ის ათობით სამხედრო თვითმფრინავი ახლო აღმოსავლეთისკენ მიფრინავს

ღია წყაროები დაზვერვის (OSINT) ანალიტიკოსები ფრენების ონლაინ მონაცემებზე დაყრდნობით წერენ, რომ აშშ-ს საჰაერო ძალების...

აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა

გაზიარება აშშ-ის პროკურატურამ Marinera-ს ქართველ კაპიტანს ბრალი წაუყენა აშშ-ში ბრალი წაუყენეს აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის ქართველ...

გინება, გაუპატიურებით დამუქრება და განმეორებითი ცემა – CPT-ს ანგარიში საქართველოზე

ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრევენციის კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში კომიტეტის 2024 წლის...

პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო

2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს, 18 თებერვალს დაიწყო და ეტაპების შესაბამისად...