მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონება-"საია" პროკურატურას გამოძების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონება-“საია” პროკურატურას გამოძების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართავს

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლის, ნატა ნაზღაიძის ძმისთვის მილიონიანი ქონების გადაცემაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.არასამთავრობო ორგანიზაცია მთავარ პროკურატურას განცხადებით დღეს მიმართავს.საია-ს იურისტები ამბობენ, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ კორუფციულ გარიგებას, არამედ სავარაუდო სამოხელეო დანაშაულსაც, რომლის გამოძიებაც უნდა მოხდეს.არასმთავრობო ორგანიზაციას ასევე კითხვები აქვს მერიის შესაბამის უწყებებთანაც და ითხოვს დადგინდეს რა კავშირი შეიძლება არსებობდეს რუსთავის 2-ის საქმესა და ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემულ ქონებას შორის.„მივმართავთ მთავარ პროკურატურას ოფიციალურად განცხადებით, დაიწყოს გამოძიება. თუ გამოძიება უკვე დაწყებულია, მაშინ ჩვენი მოთხოვნაა მოგვაწოდოს ინფორმაცია რომელი მუხლით არის დაწყებული. აქ საუბარია მერიის მაღალჩინოსნებზე, ქონების მართვის სამსახურზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რა კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ყველაფრის რუსთავი 2-ის საქმესთან,“-განაცხადა სულხან სალაძემ.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...