მთავარისიახლეებისაზოგადოებაკონგოში დატყვევებული იოსებ ოსურაული შესაძლოა შეტაკებას ემსხვერპლა- საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

კონგოში დატყვევებული იოსებ ოსურაული შესაძლოა შეტაკებას ემსხვერპლა- საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

Published on

კონგოელი აჯანყებულების ტყვეობაში მყოფი ქართველი იოსებ ოსურაული შესაძლოა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაკარგული იოსებ ოსურაულის ძმასთან შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს მოქალაქის შესაძლო დაღუპვის შესახებ ცნობას ამ დრომდე არც გაერო და არც კონფლიქტში ჩართული მხარეები არ ადასტურებენ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის თქმით საგარეო უწყება ინფორმაციას ყველა იმ მხარისგან ელოდება, რომელსაც ამ ფაქტთან დაკავშირებით დადასტურებული ცნობის მოწოდება შეუძლიათ:

„დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი, სამწუხაროდ შესაძლოა იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში, ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველ მხარეს- კონგოს მხარე, გაერო, წითელი ჯვარი, ვთხოვეთ დადასტურება. დღეისათვის დასტური არცერთი მხარისგან არ გვაქვს.“- განაცხადა გონაძემ.

კონკრეტული ინფორმაციის მოლოდინშია ოსურაულის ოჯახიც, მისი ძმის გიორგი ოსურაულის თქმით ჯერჯერობით ისინი მოვლენების განვითარებას ელოდებიან:

„ამ ინფორმაციასაც არ ვეყრდნობით იქიდან გამომდინარე, რომ არავინ ადასტურებს, უბრალოდ უნდა დაველოდოთ მოვლენებს რომ რამე კონკრეტული დაიდოს“- განაცხადა გიორგი ოსურაულმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოგზაურობისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს, იქ მყოფებს კი მიმართავს, დაუყოვნებლივ დატოვონ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა.

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....