მთავარისიახლეებიპოლიტიკამხარეებმა ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ჩატარებულ სხდომის ლეგიტიმურობაზე "არჩევანის"...

მხარეებმა ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის თაობაზე ჩატარებულ სხდომის ლეგიტიმურობაზე “არჩევანის” სტუდიაში იკამათეს

Published on

„ქალაქს სტატუსს არ ართმევს არავინ. ქალაქი იყო, არის და იქნება ქალაქი ზუგდიდი, მე მინდა ეს ყველამ კარგად გავიგოთ,“ – ეს განცხადება არჩევანის პირდაპირ ეთერში ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამაზ ფაცაციამ, ქალაქ ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხზე საუბრისასა გააკეთა.მისი თქმით, გუშინ გამართულ სხდომაზე აზრის გამოთქმის საშუალებას ყველას ჰქონდა და არცერთი პროცედურა არ დარღვეულა, თუმცა, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა სიტუაციის არევა გადაწყვიტეს.მან ზუგდიდის საკრებულოს ენმ-ის წევრი, ანი წითლიძე, ტყუილში დაადანაშაულა. მისი თქმით, სხდომას სუს-ის წარმომადგენლები არ იმყოფებოდნენ.თამაზ ფაცაციას ამ განცხადებას არჩევანის სტუდიაში ხმაური მოჰყვა.ანი წითლიძემ და ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ კენჭისყრაზე ხმების დათვლისა და საკრებულოს სხდომის დანიშვნის საკითხზე იკამათეს.ზუგდიდის საკრებულოს ქართული ოცნების წევრი, მაიზერ ნანავას, განცხადებით, გასაიდუმლოებულად საკრებულოს სხდომა არ ჩატარებულა. რის გამოც ანი წითლიძემ ის ხალხის შეცდომაში შეყვანაში დაადანაშაულა, რადგან ამის შესახებ ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ნახევარი საათით ადრე გააფრთხილეს.პარლამენტის ევროპული საქართველოს წევრმა, ლაშა დამენიამ, თვითმმართველობასთან დაკავშირებულ საკითხზე კამათის დროს აღნიშნა, რომ ამ რეფორმით ქალაქის მოსახლეობას საკუთარი მერის არჩევის უფლება ერთმევა.ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ბოტკოველი, აცხადებს, რომ საკრებულოს მმართველი გუნდის წევრები დირექტივებს მიჰყვებიან.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...