მთავარისიახლეებიმსოფლიო,,მანჩესტერ არენაზე'' დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

,,მანჩესტერ არენაზე” დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

Published on

მანჩესტერში წუხელ მომხდარი ტერაქტის მსხვერპლთა რიცხვი ოცდაორამდე გაიზარდა. – ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება ბრიტანეთის ტელეარხი Sky News. აღნისნულია, როომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
დასტურდება ინფორმაცია , რომ ტერაქტი ,,მანჩესტერ არენაზე'' სადაც ამერიკელი პოპმომღერლის არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა,  მოაწყო თვითმკვლელმა, იგი შემთხვევის ადგილზე  დაიღუპა.
 
 ,,შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ მკვლელმა არენაზე დაასრულა სიცოცხლე. ჩვენ ვფიქრობთ თავდამსხმელს ჰქონდა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლითაც ჩაიადინა ეს მხეცური დანაშაული" – განაცხადა მანჩესტერის პოლიციის უფროსმა იან ჰოპკინსმა. 
 
თავის მხრივ ტელეარხი Sky News  საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერორისტს ჰქონდა ზურგჩანთა, რომელშიც ედო ასაფექებელი მოწყობილობა. 
 
ჰოპკინსი არ ასაჯაროებს ინფორმაციას ტერორისტის მოქალაეობის შესახებ და ადასტურებს რომ იგი მარტო მოქმედებდა. პოლიცია არკვევს მიეკუთვნებოდა თუ არა იგი რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციას.
 
წუხელ, აფეთქებისთანავე გავრცელდა ცნობა, რომ დაღუპულია 19 და დაშავებულია ორმოცდაათამდე  ადამიანი.
დილისთ მსხვერპლის რაოდენობა  რამდენადმე გაიზარდა არენაზე ნაპოვნი ცხედრისა და საავადმყოფოში გადაყვანილთა ხარჯზე, რომელთა გადარჩენა ვერ მოხერხდა. 
 
 

სიახლეები

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს

დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი - ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ...

წვევამდელი, რომელიც ამ კანონს დაარღვევს, 1 000 ლარით დაჯარიმდება

„თავდაცვის კოდექსსა“ და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელის თანახმადაც წვევამდელი, რომელიც სამედიცინო პროცედურების...

ნიკა მელია 5 000 ლარით დააჯარიმეს

პარტია ახალის და კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მოსამართლემ 5 000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება...

მაინტერესებს, რამდენნაირი მოსამართლე არსებობს ამ ქვეყნად – ნიკა მელიას სიტყვა სასამართლოზე

პროცესში მონაწილეობა მივიღე იმიტომ, რომ მინდა ვუსმინო იმ ორ პოლიციელს, მერე პერიფერიული ხედვით თქვენ...