მთავარისიახლეებისაზოგადოება"ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია" დაიწყო

“ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია” დაიწყო

Published on

საუკუნის პროექტი "ენგურჰესი მსოფლიო დონის ატრაქცია" დაიწყო. ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ტურისტული ატრაქციისა და საგანმანათლებლო ცენტრის მოწყობის მიზნით შპს „ენგურის ტურისტულმა ცენტრმა“ 19 მაისს ზონის პროექტირების სამუშაოების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა.

დაინტერესებული პირების წინადადებების მიღება 14 ივნისიდან დაიწყება და 19 ივნისის 18:00 საათამდე გასტანს. მომსახურების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონ 40 ათასი ლარს შეადგენს. პროექტირების ეტაპი 1 წელს გასტანს, რომლის შემდეგაც თაღოვანი კაშხლის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების განხორციელება დაიწყება.

ტურისტული ზონის პროექტირებაზე ტენდერის გამოაცხადებას საფუძვლად საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკის სამისნიტროსა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ ესტონეთის საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ ესტონური საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიასთან თანამშრომლობით შემუშავებული სტრატეგია, რაც ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსის მქონე უნიკალური ჰიდროენერგეტიკული ნაგებობის მიმდებარე 157 ჰა ფართობზე ტურისტული ზონის განვითარებას ითვალისწინებდა.

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ინფრასტრუქტურა მოიცავს გადასახედ მოედნებს, საბაგირო გზას, სამეცნიერო და აღმოჩენათა ცენტრს, ღია საკონცერტო სივრცესა და მსოფლიოში არსებულ სიდიდით მეორე ყველაზე მაღალ ლიფტს კაშხალზე. მისი განვითარების კონცეფცია, ასევე განიხილავს კაშხლის გამოყენებას სხვადასხვა საინსტალაციო-წარმოსახვითი ღონისძიებებითვის.

ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიის ტურისტულ–კულტურული ზონის სტრატეგიული გეგმა ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის მიმდებარე ტერიტორიასთან ერთად რეგიონის ინფრასტუქტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ენგურჰესის თაღოვან კაშხალს საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი 2015 წლის 4 სექტემბერს მიენიჭა. 

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....