მთავარისიახლეებისაზოგადოებაროცა საკუთარ სახლში შემოვლითი გზებით ,,მიიპარები'' - სიკვდილი ოკუპაციის ზონაში

როცა საკუთარ სახლში შემოვლითი გზებით ,,მიიპარები” – სიკვდილი ოკუპაციის ზონაში

Published on

,,აფხაზთა კრება'' ოკუპირებულ გალში 19 მაისს მომხდარ  ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
 
  ,,ოკუპირებულ აფხაზეთში დღითიდღე უფრო და უფრო მძიმდება ვითარება, ქართველებს აფხაზეთში ავიწროვებენ, უშლიან მშობლიურ ენაზე საუბარს, განათლებას, მათ არ გააჩნიათ ე.წ პასპორტები და შესაბამისად ისინი უსაფრთხოდ ვერ გადაადგილდებიან. ადამიანებს ღამის საათებში სახიფათო გზის გადაჭრა უხდებათ, ისინი „ქურდებივით“ იპარებიან საკუთარ სახლებში. ვითარება მას შემდეგ გართულდა რაც ე.წ საზღვარს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ.
 
პარასკევ საღამოს გალის რაიონის  სოფელ ოტობაიის მკვიდრი 65 წლის ოთარ ფაცურია ზუგდიდიდან, სახლში „მიიპარებოდა“.  საბუთის უქონლობის გამო, შემოვლითი გზებით გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ფეხი დაუცდა და ორმოში ჩავარდა, ასეთი ორმოები საზღვარზე ძალაინ ბევრია.  მამაკაცი ყელამდე ტალახში ჩაიმარხა, თავს ვერ უშველა იქვე გარდაიცვალა. 2 -დღიანი ძებნის შემდეგ ის ე.წ მესაზღვრეებმა იპოვნეს და ოჯახს შეატყობინეს.
როგორც მისი ახლობლები ამბობენ ოთარ ფაცურია ზუგდიდში პენსიის გასაკეთებლად იყო წასული.
 
ოთარ ფაცურია  აფხაზეთში ცნობილი  მოცეკვავე გახლდათ. სამწუხაროა, ასევე ის ფაქტი, რომ გარდაცვლილს შვილები და შვილიშვილები ვერ დაიტირებენ სწორედ რომ ე.წ პასპორტის უქონლობის გამო.''-  ნათქვამია ,,აფხაზთა კრების'' განცხადებაში 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...