მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დღეს ვნახავთ საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან დარჩებიან ბიძინას მონებად, თუ შეძლებენ ღირსეული გადაწყვეტილება...

,,დღეს ვნახავთ საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან დარჩებიან ბიძინას მონებად, თუ შეძლებენ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღონ” – სოციალურ ქსელში ზუგდიდის საკრებულოში მიმდინარე სხდომას ეხმაურებიან

Published on

ამ წუთებში ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.ძირითადი განსახილველი საკითხია ქ.ზუგდიდისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევის საკითხი, რომელსაც აღშფოთებული მოსახლეობის დასაშოშმინებლად   მმართველმა პარტიამ მოუძებნა სახელი –  ,,მუნიციპალიტეტის  გაერთიანება.''
 
სოციალური ქსელის მომხმარებლებს შეუძლიათ პირდაპირი ჩართვების მეშვეობით შეაფასონ, რა ხდება სხდომაზე.
 
,,დედა შვილს ხელში არ აიყვანს ისეთი ამბავია…. '' – ასეთ კომენტარს ურთავს ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი ამ ვიდეოკადრებს.
 
სხდომაზე არსებულ  დაძაბულ ვითარებას მოწმობს საკრებულოს ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლის   ანა წითლიძის მოკლე შეტყობინებაც: ,, საკრებულოს სხდომაზე გარშემოტყმული ვართ სუსით და ძალოვნებით.'' 
უფრო ადრე მოსახლეობამ შენიშნა, რომ ზუგდიდის საკრებულოსთან ქართული ოცნების აქტივისტების მობილიზაცია იწყება.
 
საკრებულოს დღევანდელი სხდომა   მოულოდნელად ჩაინიშნა ისე, რომ  საკრებულოს წევრების ნაწილს ( ოპოზიციურ ფრთას) ეს მხოლოდ წარმოუდგენლად მცირე ხნით ადრე შეატყობინეს, მოსახლეობის ინფორმირება, რასაკვირველია, არ მომხდარა. მიუხედავად ამისა, საკრებულოს სხდომაზე საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ და, როგორც ჩვენს კორესპონდენტს განუცხადეს, სტატუსის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აპირებენ. 
 
,,დღეს ვნახავთ საკრებულოს წევრები უმრავლესობიდან დარჩებიან ბიძინას მონებად, თუ შეძლებენ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღონ და მხარი არ დაუჭირონ ამ სამარცხვინო საკითხს., რაც შეეხება სხდომის სხვა მონაწილეებს – საზოგადოების წარმომადგენლებს –  ვინ თქვა ზუგდიდი დააჩმორესო,  აი, ნახეთ პირდაპირ ეთერში, მეგობრებო.'' –  ეს კომენტარიც სოციალური ქსელიდან არის. 
 
 
 
 

 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...