მთავარისიახლეებისაზოგადოება,,დაპირებიდან გავიდა 4 თვე, მაგრამ მუშების სახელფასო დავალიანება დღესაც არ...

,,დაპირებიდან გავიდა 4 თვე, მაგრამ მუშების სახელფასო დავალიანება დღესაც არ არის გასტუმრებული” – ენმ ზუგდიდის ორგანიზაცია მერიისა და პროკურატურის უმოქმედობას აპროტესტებს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაცია პროკურატურისგან მოითხოვს გაასაჯაროოს, თუ რა ეტაპზეა  გამოძიება ტროტუარების მოპირკეთებაზე დასაქმებული მუშებისთვის სახელფასო დავალიანების საქმეში.  – ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელიც დღეს   პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ანა წითლიძემ დაზარალებულ მუშებთან ერთად გააკეთა.
 
ამასთან პარტია მოითხოვს დადგეს ვიცე-მერის გია გულორდავას   პასუხისმგებლობის საკითხიც, რომელიც  ანა წითლიძის განცხადებით, ,, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის „გზამგების“ დახმარებით ითვისებდა თანხებს, უფრო მეტიც, ვიცე-მერმა მუშებს საკუთარ სახლშიც დააგებინა ფილები, ისე, რომ ანაზღაურება არც ამ შემთხვევაში გადაუხდია. '' 
 
„ადრე ჩვენ გავასაჯაროვეთ ის თუ როგორ გადაუხადა ფინანსურმა პოლიციამ თანხის ნაწილი ამ მუშებს, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გაჩუმებულიყვნენ. ჩვენ მაშინ გვქონდა ის პირობა, რომ სრულად მოხდებოდა ამ მუშების დაკმაყოფილება, თუმცა მიუხედავად ამისა ამ დაპირებიდან გავიდა 4 თვე და ამ მუშების დავალიანება დღესაც არ არის გასტუმრებული“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

 
მერიაში ამ  საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.  დუმს პროკურატურაც, რომელმაც რამდენიმე თვეა სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებით  აღძრა საქმე ტროტუარების მოპირკეთებაზე დასაქმებული მუშების პერმანენტული აქციების პაუხად. ცნობილია, მხოლოდ ის, რომ  მიმდინარეობს გამოძიება თუ  რა გარემოებებში და ვისი ბრალეულობით ,,გაქრა''   მუშახელისთვის  გასაცემი თანხები. ამ დრომდე უცნობია, სად იმყოფება „ამი 2014-“ – ის მიმალული მენეჯერი. ეს ის კომპანიაა, რომელთანაც  ტენდერში გამარჯვებულ ,,გზამგებს"'  ჰქონდა  გაფორმებული ხელშეკრულება და ხელფასების გაცემა ევალებოდა. 
 
ენმ  პრობლემის უმოკლეს ვადაში მოუგვარებლობის შემთხვევაში მუშებთან ერთად საპროტესტო აქციების გაგრძლებას  აანონსებს – როგორც ცნობილია, დაზარალებულები   ერთი წელია მართავენ  პერმანენტულ აქციებს  სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ უშედეგოდ –    დიდმა ნაწილმა – 70 მუშამ – ანაზღაურება ამ დრომდე ვერ მიიღო.  

სიახლეები

“იმედზე” სხვებმა იგლოვონ, ბანკებს ხელს ვერ დააკარებენ, საპანიკო არაფერია – რომან გოცირიძე

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება ბანკებისადმი, არ დაემორჩილონ ბრიტანულ სანქციებს, არაფერს...

ამპუტირებული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, სამტრედიაში სამი პირი დააკავეს

სამტრედიის რაიონის სოფელ მელითაურში ადამიანის ამპუტირებული ნაწილების მიტოვებულ შენობაში უმეთვალყურეოდ დაყრის შესახებ ტვ პირველზე...

დიდი ოდენობით “მეტადონი” შეიძინა, შეინახა და მოქალაქეს მიჰყიდა – პირს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

ადამიანის ამპუტირებული ნაწილები ყოფილი ფერმის შენობაში – რა ხდება სამტრედიის სოფელ მელაურში

ტვ "პირველმა" აღმოაჩინა, რომ ადამიანის კიდურები და სხეულის სხვადასხვა ნაწილები სამტრედიაში მიტოვებული შენობაში მიმოფანტული....