მთავარისიახლეებისაზოგადოებამართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ...

მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი

Published on

ავტოსკოლები შესაძლოა ავტორიზაციას დაექვემდებაროს. მართვის მოწმობის ასაღებად კი, გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, რომელთაც ავტორიზებული სკოლა ექნებათ გავლილი. ამ მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა Palitranews-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” ისაუბრა. “ვმუშაობთ მართვის მოწმების გამოცდების პროექტზე. ვაწარმოებთ აქტიურ კონსულტაციას განათლების სამინისტროსთან, რომელმაც, თუკი კონსულტაციები წარმატებით დასრულდება, უნდა ითავოს და ყველა ასეთ სკოლას ავტორიზაცია გაატაროს. ასეთ სკოლებს ექნებათ სპეციალური პროგრამა, თუ რამდენი საათი უნდა ავარჯიშოს. მოხდება ამ ყველაფრის მონიტორინგი. გამოცდაზე გავა ადამიანი, რომელსაც ასეთი სკოლა ექნება გავლილი. ჩვენი გამოცდის სტანდარტიც იქნება მაღალი. ამ პროექტზე ვმუშაობთ როგორც დიდი რეფორმაზე”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის პოზიცია უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

სიახლეები

არ გამოვრიცხავ, ამ პოსტზე დიდი ხანი არ ვიყო-მდინარაძე

ივანიშვილის წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ მის მორიგ ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. ის ამბობს, რომ...

შინდისის ბრძოლიდან 18 წელი გავიდა

18 წელი შინდისის ბრძოლიდან-დღეს აგვისტოს ომის ყველაზე ტრაგიკული დღეა. შინდისთან, რუსეთის 53-ე არმიასთან უთანასწორო...

TI: ალექსანდრე ელისაშვილის ქმედებაში ტერორისტული მიზანი არ იკვეთება

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის მასალები და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი შეისწავლა....

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა

კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 160-ს გადააჭარბა - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და წერს, რომ...