მთავარისიახლეებისაზოგადოებადღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

დღეს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

Published on

საზოგადოების მიერ თვით ორგანიზებულმა საქართველოს ეროვნული სამოსის დღემ  წელს უპრეცენდენტო მასშტაბები მიიღო.  საქართველოს ეროვნული სამოსის დღე საქართველოს  საზღვრებს  გასცდა და ქართული სათვისტომოების და საქართველოს საელჩოების მიერ გაიმართება შემდეგ ქალაქებში:  ვაშინგტონში საქართველოს საელჩოში , ქართული სათვისტომოს ორგანიზებით ლონდონში , დუბლინში, კიევში, თელავივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბულში და ევროპის კიდევ რამდენიმე ქალაქში.  საქართველოში კი ეროვნული სამოსის დღე 25-მდე ქალაქში აღინიშნება. მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია  კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია  საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.18 მაისი  იქცა დღედ, როცა მთელი საქართველო  ერთდროულად მართავს მასშტაბურ ღონისძიებებს და კარნავალის ტიპის კოსტუმირებულ აღლუმებს. მთელი საქართველო ღია ცის ქვეშ გაცოცხლებულ მუზეუმად იქცევა და ქვეყანაში არსებული ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობა სხვადსხვა ფორმით ქუჩებში გამოიფინება. შეგახსნებთ, რომ 18 მაისი როგორც ეროვნული სამოსის დღე 2016 წელს პირველად აღინიშნა საქართველოს 14  ქალაქში. საქართველოს სხვადასხვა ქალაქის მსგავსად  ეროვნული სამოსის დღე ზუგდიდში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე აღინიშნება
 

სიახლეები

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...

ძალიან რთული აღმოჩნდა პოლიტიკაში ყოფნა -ოზურგეთის მერი გადადგა

 ოზურგეთის მერი გადადგა  ამის შესახებ პაატა კუნჭულიამ სოციალურ ქსელში დაწერა:  "მსურს, ვაცნობო საზოგადოებას, რომ მივიღე...

“გლოვოს“ კურიერზე თავდასხმის საქმეზე კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს

“გლოვოს“ კურიერზე ძალადობის ბრალდებით კიდევ 2 არასრულწლოვანი დააკავეს, რომლებიც მიმალვაში იმყოფებოდნენ. საქმეზე სულ დაკავებულია...

ყალბ ოქროს ნივთებს ალომბარდებდნენ და თანხას იღებდნენ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის...