მთავარისიახლეებიპოლიტიკა„ნაციონალური მოძრაობა“ ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს

„ნაციონალური მოძრაობა“ ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერის გათავისუფლებას მოითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განცხადებას ავრცელებს.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უკიდურესად შეშფოთებულია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, გერმანელი დიპლომატის ჰერბერტ ზალბერის ცხინვალში გაკეთებული განცხადების გამო. ზალბერმა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლ ბიბილოვს სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული დიპლომატი ჩვენი სახელმწიფო ინტერესების საზიანო განცხადებას აკეთებს, თუმცა მისი ყველა განცხადება დღემდე რეაგირების გარეშე დატოვა საქართველოს ხელისუფლებამ. მიგვაჩნია, რომ მისი განცხადებები უხეშად ხელყოფს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, რადიკალურად განსხვავდება ევროკავშირის ოფიციალური პოზიციისგან, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არაღიარების პოლიტიკას მტკიცედ უჭერს მხარს. შესაბამისად, აღნიშნული დიპლომატის მიერ ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლის რანგში საქმიანობის გაგრძელება, პირდაპირ ზიანს აყენებს როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ასევე საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიულ ურთიერთობებს. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყონებლივ მოითხოვოს ზალბერის გათავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან და აღკვეთოს მისთვის მანდატის გაგრძელება. მიგვაჩნია, რომ გერმანელი დიპლომატის მიერ გაკეთებული უპასუხისმგებლო განცხადება, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკის პირდაპირი შედეგია, რომლის შედეგადაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ანექსიის პროცესის საკითხი, მოხსნილია საერთაშორისო დღის წესრიგიდან. სწორედ საქართველოს ხელისუფლების პასიური დიპლომატიური პოლიტკის შედეგად გახდა შესაძლებელი ევროპელი დიპლომატის მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ხელყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ არჩვენების შედეგები და მინდა მოგილოცოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობის დაწყება“, – მიმართა ზალბერმა ბიბილოვს.
 

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...