მთავარისიახლეებიკულტურა18 მაისს საქართველოსა და ევროპის ქალაქებში საქართველოს ეროვნული სამოსის...

18 მაისს საქართველოსა და ევროპის ქალაქებში საქართველოს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

Published on

18 მაისს საქართველოს 20 და აშშ-ის და ევროპის 12-მდე ქალაქში,  სადაც ქართველი ემიგრანტები ცხოვრობენ, საქართველოს ეროვნული სამოსის დღე  აღინიშნება –    დაგეგმილია კოსტიუმირებული აღლუმები, გამოფენები, კონცერტები.
 
ეროვნული სამოსის დღე თბილისში ევროპის მოედანზე დაიწყება – ორგანიზატორები გეგმავენ   გაიმართოს თეატრალიზებული სანახაობა, რომელშიც გაცოცხლდება მეცხრამეტე საუკუნის თბილისი, თავისი ბაზრით, ქუჩით, სამჭედლოებით, ყარაჩოხელებით, კინტოებით, ხოლო   "შავფაროსნები", "ჩვენებურები" და სხვა ენთუზიასტები მათივე  ხარჯით გამართავენ წარმოდგენებს. ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე მიმართულ ამ დღესასწაულზე დიდძალ მნახველსა და მონაწილეს მოელიან, რადგან, როგორც შარშანაც აღმოჩნდა, ბევრს აქვს სახლში ეროვნული ტანისამოსი და უბრალოდ უფუნქციოდ უდევს, ეს კი კარგი შესაძლებლობა იქნება მათთვის თავი მოიწონონ და   გააცოცხლონ თავიანთი ეროვნული სამოსი.  დღესასწაუში  ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ  ტურისტებსაც .
 
ქართული სამოსის დღე აღინიშნება ზუგდიდშიც. როგორც  ახალგაზრდა საინიციატივო ჯგუფის "კომუნას" ხელმძღვანელი  დავით აქუბარდია ამბობს, მსვლელობა ეროვნული სამოსით მოეწყობა."ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ასევე,  ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები . ღონისძიება ზუგდიდის გამგეობის და მერიის მხარდაჭერით ჩატარდება. 
 
 ეროვნული სამოსის დღე საქართველოში პირველად 2016 წელს აღინიშნა. პროექტის  ავტორები, მათ შორის   ირაკლი ქოქოსაძე, "შავფაროსანი"აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები  შარშან  13 მუნიციპალიტეტში ჩატარდა – ადგილობრივმა ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლებმა წარმოადგინეს ეროვნული სამოსი  –  გაიმართა კოსტიუმირებული მსვლელობები,  კონცერტები, შეჯიბრებები სპორტის ეროვნულ სახეობებში.
 
,,იდეა, ჩაგვეტარებინა ქართული სამოსის და ქართული საბრძოლო ხელოვნების ფესტივალი, 2013 წელს გაჩნდა,  ჩავატარეთ კიდეც. ამის შემდეგ  შეიკრიბა საინიციატივო ჯგუფი, რომელმაც დაიწყო ხელმოწერების შეგროვება ეროვნული სამოსის დღის ოფიციალურ დღესასწაულად გამოცხადებისათვის.'' – ამბობს იგი.  
 
 ორგანიზატორები განმარტავენ, რომ ეს დღესასწაული არც ეროვნული უმცირესობების ინტერესებს შეზღუდავს, რადგან ეს არის ეროვნული სამოსის და არა ქართული სამოსის დღე და ამ დღეს საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერი ეროვნების მქონე ადამიანს შეუძლია თავისი ეროვნული სამოსი წარმოადგინოს.
 
 

 

სიახლეები

ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს – სალომე ზურაბიშვილი

"ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, მივუახლოვდით თუ არა ფინალს. და თუ ფინალს ვუახლოვდებით, მთავარი პასუხისმგებლობა და...

ზელენსკი: ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა

ომს იქ ვაბრუნებთ, საიდანაც მოვიდა - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ...

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, ბინის მეპატრონემ მათი შვილი ოთახში გამოკეტა და 6 500 დოლარი გამოსძალა

ინდოელი სტუდენტის მშობლების თქმით, მათ შვილს გაუჩინარებამდე კონფლიქტი ჰქონდა ბინის მეპატრონესთან და კიდევ ერთ...

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებულ პოლიციელებ პასტიმრობა შეეფარდათ

გორში ორი მოქალაქის ცემაში ბრალდებული პოლიციელები წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში გაუშვეს - გადაწყვეტილება გორის რაიონული...