მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძის ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს

გიორგი ვაშაძის ინფორმაციით ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს

Published on

ოთარ ფარცხალაძე ქვეყნის დატოვებას გეგმავს, – ამის შესახებ განცხადება ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, გააკეთა.ვაშაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს რამდენიმე დღეში დატოვებს. მისივე ინფორმაციით, სწორედ ამ გეგმის განხილვა მიმდინარეობდა ორი დღის წინ ყოფილი მთავარი პროკურორის სახლში, როდესაც მასთან შს სამინისტროს თანამშრომლები იმყოფებოდნენ. მისი თქმით, შს თანამშრომლებს შორის  იყვნენ საავიაციო უსაფრთხოების თანამშრომლები.გიორგი ვაშაძე ინფორმაციის წყაროდ სამართალდამცავ ორგანოებს ასახელებს.ვაშაძე  პროკურატურას მოუწოდებს, სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით, რათა ოთარ ფარცხალახეს ქვეყნის დატოვება აეკრძალოს.ახალი საქართველო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასაც მოითხოვს. 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...