მთავარისიახლეებიპოლიტიკამოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონების საქმეზე სასამართლო განხილვას იწყებს

მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონიანი ქონების საქმეზე სასამართლო განხილვას იწყებს

Published on

მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის ფაქტზე განხილვას იწყებს თბილისის საქალაქო სასამართლო.საჩივარი საკრებულოს ოპოზიციამ ერთობლივად შეიტანა. მოთხოვნა ზვიად ნაზღაიძისთვის საკრებულოსგან მიღებული ქონების განკარგულების გაუქმებას და საქმის ხელახლა შესწავლას ითვალისწინებს.ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ დადგენილება თავის დროზე არაკანონიერი იყო და სასამართლოსგან სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი აქვთ.„ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა ბევრი კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ. ძალიან კარგი იქნება თუ თბილისის საქალაქო სასამართლო სახეს შეინარჩუნებს, ღირსებას არ დაკარგავს ბოლომდე და მიიღებს იმ ჭეშმარიტ გადაწყვეტილებას, რომელიც უნდა მიიღოს, რომელი გადაწყვეტილების საფუძველზეც ნაზღაიძეს უნდა ჩამოერთვას ეს ქონება,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ენმ-ის წევრმა მარინა დათუკიშვილმა.

სიახლეები

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...