გასულ წელთან შედარებით, იმ მოქალაქეთა რიცხვი განახევრდა, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

0
403
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას, გამოკითხულთა 14% ძალიან კარგად, 44% კი კარგად აფასებს. ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი. NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23%-ს მიაჩნია, რომ ეკლესია საქმიანობას საშუალოდ, ხოლო 6%-ის აზრით ცუდად ახორციელებს.კვლევის მიხედვით, საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5%, 44%-ს მიაჩნია, რომ კარგად, 35%-ის აზრით, საშუალოდო, ხოლო 6% ფიქრობს, რომ ცუდად, ხოლო 1%-ის აზრით ძალიან ცუდად.  
კითხვაზე როგორ შეაფასებდით პოლიციის საქმიანობას პასუხები ასე გადანაწილდა.4%- ძალიან კარგად, 33%- კარგად, 43%-ის აზრით საშუალოდ, ხოლო 12% ფიქრობს, რომ პოლიცია საქმიანობას ცუდად ახორციელებს. 2%-ის აზრით კი ძალიან ცუდად.კვლევის მიხედვით, მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, 22%-ის აზრით, პროკურატურა საქმიანობას კარგად ახორციელებს, 40% ფიქრობს, რომ საშუალოდ, 16%-ის აზრით კი ცუდად.სასამართლოები – 1% ძალიან კარგად, 12% -კარგად, 40%-ის აზრით საშუალოდ, 22% – ცუდად, ხოლო 5%-ის აზრით ძალიან ცუდად.პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად 0% აფასებს, მხოლოდ 10%-ს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანო კარგად მუშაობს, 49%-ის აზრით, პარლამენტის საქმიანობა საშუალოდ ფასდება, 25%-ს მიაჩნია, რომ ცუდად, 6% კი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად.სახალხო დამცველის აპარატი – 1% ძალიან კარგად, 22%- კარგად, 43%-ის აზრით საშუალოდ, 12%-ს მიაჩნია, რომ ცუდად, ხოლო 2%-ის აზრით ძალიან ცუდად. 
წინა სტატიაგამოკითხულთა უმეტესობა აცხადებს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია დგას – NDI
შემდეგი სტატიაზუგდიდში ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები გააპროტესტეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური