მთავარისიახლეებიუკრაინადავით სიხარულიძეს დღეს მშობლიურ სუფსაში გადაასვენებენ

დავით სიხარულიძეს დღეს მშობლიურ სუფსაში გადაასვენებენ

Published on

 

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი დავით სიხარულიძე წუხელ გვიან ღამით სამშობლოში ჩამოასვენეს.
 
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაღუპული მეომარი დღეს დილით ჩამოასვენეს, ოჯახის წევრებთან და ყოფილ თანამებრძოლებთან ერთად, პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, მაგრამ ძირითადად ოპოზიციური სპექტრიდან. მებრძოლს დღეს მშობლიურ სოფელში,  სუფსაში გადაასვენებენ.
 
უკრაინამ დიდი პატივით გამოაცილა მისი თავისუფლებისათვის მებრძოლი ქართველი ვაჟკაცი –  ბრძოლაში  დაღუპული ოფიცრის   ცხედარი   დაასვენეს კიევის მაცხოვრის შობის ტაძარში, სადაც წარსულში  ტარას შევჩენკოს აუგეს წესი. გამოსამშვიდობებელ ცერემონიალს  დაესწრო საქართველოს მესამე  პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
 
,,დღეს სულთათანა უგალობეს ნოვოლუგანსკთან დაღუპულ ქართველ ოფიცერს დავით სიხარულიძეს. მე ვესაუბრე მის ძმობილებს, რომელნიც ბოლო წუთამდე იყვნენ მის გვერდით. ერთი დღით ადრე, სანამ  ტყვიამფრქვევის საბედისწერო ჯერი  მოუსწრაფებდა სიცოცხლეს, მას კიდევ ერთხელ უთქვამს მათთვის, რომ უბრუნებს ვალს უკრაინასა და უკრაინელებს, რომელნიც მასთან ერთად იცავდნენ საქართველოს  აფხაზეთის ომში. დღეს, დედის დღეს, ამ ტაძარში არ იყო დავითის დედა, მაგრამ მასთან გამოსათხოვრად მოვიდა ათეულობით დაღუპული უკრაინელი მებრძოლის დედა, ისევე, როგორც მოვიდა მაიდანზე დაღუპული ვაჟკაცის მეუღლე. ყური მიუგდეთ მას,  მის მწუხარე სიტყვებს  და გაიგებთ, რატომ ვერ შეძლებენ ვერასოდეს  უკრაინის დაჩოქებას.''  – წერს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის პირად ფეისბუქგვერდზე 
 
უკრაინის ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ზონაში დაღუპული მაიორი დავით სიხარულიძე წარსულში ქართული არმიის ოფიცერი იყო,  ოკუპანტებს ჯერ კიდევ აფხაზეთში 1992-93 წლებში ებრძოდა. საქართველოში სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ გერმანიაში ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. 2015 წლამდე   საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა , მაგრამ იქედან წამოვიდა, უკრაინაში გადავიდა და "აიდარის" წევრი გახდა.
დავით სიხარულიძე სოფელ ნოვოლუგანსკთან, პრორუს სეპარატისტებთან შეტაკების დროს დაიღუპა. იგი  44 წლის იყო, დარჩა ცოლი, ორი შვილი და მოხუცი მშობლები.  
 


 

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...