მთავარისიახლეებისაზოგადოებატყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ

Published on

ტყიბულში უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ მეშახტეებს დღეს დაკრძალავენ. 
 
დღესვე, მათი დაკრძალვის შემდეგ პროფკავშირები ტყიბულში სამგლოვიარო მარშს გამართავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.
 
„იძიონ, წერონ და იკითხონ – ამ ყველაფერში დამნაშავე გამოკვეთილია. ყველა ის პირია დამნაშავე, რომლებმაც წლების განმავლობაში ჩვენი მოთხოვნა არ გაითვალისწინა უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციის შექმნასთან დაკავშირებით. სათავეს აქედან იღებს ის სითავხედე, რასაც დამსაქმებლები დასაქმებულებთან მიმართებაში, რასაც სამუშო ადგილებზე სჩადიან. ფაქტია, რომ შახტის ლიფტის არ ჰქონდა დამცავი საშუალება. ფაქტია, რომ პერიმეტრზე 400 მეტრზე ჰაერში გამოკიდებულები ეს ადამიანები მუშაობდნენ ყოველგვარი დამცავი ქამრების გარეშე. ამ ყველაფრის სათავე არის იქ, სადაც შრომის ინსპექციის იგნორირება ხდება, სადაც შრომის ნორმებთან დაკავშირებით ბიზნესის შიშებზეა დაფუძნებული საქართველო, რომელიც ბიზნეს-სექტორის ხელში ერთ პატარა კომპანიას დაემსგავსა და ბიზნესის დიქტატით მიმდინარეობს ყველაფერი საქართველოში. პრობლემების სათავე აქ არის. ასეთი შემთხვევები უამრავი გვაქვს და კიდევ გვექნება. კიდევ გაგრძელდება, რადგან არის ომი დასაქმებული ადამიანების წინააღმდეგ“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.
 
 „მოვითხოვეთ, რომ გლოვის დღეებად გამოეცხადებინათ ეს დღეები. თვითონაც დაფიქრებულიყვნენ და მოქალაქეებსაც გაეთვითცნობიერებინათ, რამდენი მოქალაქე იღუპება გულგრილობით ასეთ საკითხებთან მიმართებაში, მაგრამ უარი მივიღეთ – დასძინა პეტრიაშვილმა. 

 
ალეკო ჭელიშვილი, გიზო კუბლაშვილი, ბიქტორ დაღუნდარიძე და გიზო გუბელიძე 9 მაისს, მინდელის სახელობის შახტაში სატვირთო ბადიაზე ტექნიკური სამუშაოების შესრულებისას ტრაგიკულად დაიღუპა.
მეშახტეები შახტაში 400 მეტრი სიმაღლიდან გადავარდნენ. მათი პოვნა შახტაში სამაშველო სამსახურების მიერ 14-საათიანი სამძებრო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. ნაპოვნი ცხედრები, ძლიერი დაზიანებებით, ქუთაისის პროზექტურში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდათ და მოხდა იდენტიფიცირება.

სიახლეები

ანრი კვარაცხელიას საქმეზე განაჩენის გამოცხადება მოსამართლემ 18 ივლისისთვის გადადო

სინდისის პატიმარს, ანრი (ანზორ) კვარაცხელიას საქმეზე განაჩენი 18 ივლისს 10:30 საათზე გამოცხადდება. ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის...

კიევში СБУ-ს პოლკოვნიკი მაყუჩიანი იარაღიდან 5 გასროლით მოკლეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს - ივან ვორონიჩს კიევის გოლოსევსკის...

მიხეილ სააკაშვილი – „ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს – სააკაშვილი

„ლელოსთან“ შემდგომ ოპონირებას აზრი არა აქვს - სინანულის გამოხატვით უნდა შემოვიფარგლოთ, - ამის შესახებ...

“ტერორი საქართველოში” – ზურაბიშვილი საბა ჯიქიას განაჩენზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში სინდისის პატიმროსთვის, საბა ჯიქიასთვის პატიმრობის მისჯას ეხმიანება...