მთავარისიახლეებიპოლიტიკა"მიხეილ სააკაშვილი იყო მართალი, როცა ჰიპერაქტიური საგარეო პოლიტიკა ჰქონდა და ეს უნდა...

“მიხეილ სააკაშვილი იყო მართალი, როცა ჰიპერაქტიური საგარეო პოლიტიკა ჰქონდა და ეს უნდა გაგრძელდეს”- ლევან თორია

Published on

"ერთადერთი გზა, საქართველომ აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, არის საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რასაც სჭირდება მუდმივი, ყოველდღიური მუშაობა და მხილება ოკუპანტი სახელმწიფოსი, რათა საჭირო ისტორიულ მონაკვეთში (იგულისხმება, რუსეთის კრიტიკული დასუსტების დრო)  აღნიშნული მხარდაჭერა გამოიყენო რუსეთის წინააღმდეგ და ეროვნული ინტერესების გასატარებლად…საერთაშორისო მხარდაჭერის მოპოვებას სჭირდება წლები და იკარგება ძალიან მალე, რისი მოწმეებიც ახლა ვართ…საქართველო აღარაა აქტუალური საერთაშორისო არენაზე, რასაც დაგვპირდა კიდეც ივანიშვილი…დიდი პოლიტიკური თამაშის მსხვერპლი გავხდით, მაგრამ თამაში ყოველთვის ერთი სქემით არ მიმდინარეობს…მიხეილ სააკაშვილი იყო მართალი, როცა ჰიპერაქტიური საგარეო პოლიტიკა ჰქონდა და ეს უნდა გაგრძელდეს, მითუმეტეს, რომ დასავლეთმა გადადგა ნაბიჯი რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების პოლიტიკის სასარგებლოდ, რისი დასრულების წინაპირობა, მხოლოდ უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაცია, თუ ყირიმის ანექსიის უკან წაღება კი არ უნდა იყოს, არამედ ქართული ტერიტორიების დეოკუპაციაც, მისი იდენტური პოლიტიკურ-სამართლებრივი კონოტაციიდან გამომდინარე…დღეს არსებული მცდარი საგარეო პოლიტიკა უნდა დასრულდეს!.."- წერს სოციალურ ქსელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან თორია

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...