მთავარისიახლეებისაზოგადოებაისტორიული ლაზეთიდან საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება

ისტორიული ლაზეთიდან საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება

Published on

ისტორიული ლაზეთიდან, ოფრადან, საქართველოსკენ დღეს ხატებით მსვლელობა დაიწყება, რომელიც 17 მაისს, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღეს, სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, მსვლელობა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მოხდება. ამ მიზნით დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ საპატრიარქოში აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატები აკურთხა. ასევე, დალოცა სასულიერო პირები და მრევლი, რომლებიც ამ ხატებით მსვლელობაში მიიღებენ მონაწილეობას. მამა იოანეს თქმით, ფეხით მსვლელობა დღეს, ისტორიული ლაზეთის ტერიტორიიდან, ოფრადან დაიწყება და 17 მაისს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება. არქიმანდრიტის განცხადებით, მსვლელობის მონაწილეები დღესვე გონიოში იქნებიან, 12 მაისს, წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს კი – დიდაჭარაში. შემდეგ ჩავლენ ახალციხეში, აწყურში , ბორჯომში, ხაშურში, გორში, ასევე სამთავისში. 16 მაისს, საღამოს ლოცვაზე ხატებით მსვლელობის მონაწილეები სვეტიცხოველში იქნებიან. 17 მაისს წირვის შემდეგ კი მსვლელობა თბილისისკენ გაგრძელდება. 
 
მამა იოანეს თქმით, მსვლელობის მონაწილეებს ვარდების მოედანზე ტრადიციულად მრევლი და სასულიერო პირები დახვდებათ. შემდეგ კი მსვლელობა ყოვლადწმინდა სამების ტაძარში დასრულდება. 
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარეს ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 17 მაისი – ოჯახის სიწმინდისა და მშობლების დღედ, 2014 წელს გამოცხადდა. აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით მსვლელობა კი 2015 წლიდან იმართება.

სიახლეები

ფოთში მომხდარ ავარიას 22 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთის გზაზე, ხეივანში, მსხვერპლით დასრულდა: BMW მარკის ავტომანქანა ტრაილერს, შემდეგ კი ხეს...

გთხოვთ, გახსოვდეთ საქართველო. იქ 355 დღეზე მეტია პროტესტი მიმდინარეობს-მარია რესა

გთხოვთ გახსოვდეთ საქართველო, იქ უკვე 355 დღეზე მეტია უწყვეტი პროტესტია - ამ სიტყვებით მიმართა...

კობახიძე-ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველაფერს

ევროკავშირი ჩამორჩა აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს. 2022 წლიდან ამას დაემატა, რომ ჩაიჭრა წვდომა იაფ ენერგორესურსებთან...

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

ლუკა ძაძამიას თბილისის საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა - აქციებიდან "ქართული ოცნების" სიაში პორტირებული 20...