მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია პრეზიდენტს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ეკა ბესელია პრეზიდენტს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

Published on

საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ეკა ბესელია გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
კონკრეტულად საუბარია იმ ცვლილებაზე, რომელიც ითვალისწინებს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას.ქართული ოცნების დეპუტატი ამბობს, რომ განცხადებები იმის შესახებ,  თითქოს პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება უკავშირდება პერსონალურად გიორგი მარგველაშვილის პიროვნებას, არის მცდარი.ბესელიას განცხადებით, პირდაპირი წესით პრეზიდენტის არჩევის შემთხვევაში, გიორგი მარგველაშვილს გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს.„პრეზიდენტს, რომელიც ცდილობს, წარმოაჩინოს ძალიან ღიად და აშკარად მცდარად ვითარება ისე, რომ, თითქოს, ეს არის პერსონალური გადაწყვეტილება მისი პიროვნების მიმართ, ეს არის სრულიად გაუმართლებელი და ეს ძალიან აზიანებს პროცესს და არავის არ გვაქვს ჩვენ იმის შინაგანი ილუზია და იმის განცდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი პირდაპირი არჩევნების პირობებში გამარჯვებას მოიპოვებდა და ეს არის რაიმე შიშით ნაკარნახევი,“ – განაცხადა ეკა ბესელიამ.ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საზოგადოებას საკუთარი მცდარი მოსაზრება მოახვიოს თავს.

სიახლეები

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა

ბათუმის ბოტანიკური ბაღის შესასვლელთან მატარებელი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და წერს,...

გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს

გომის მთაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის საქმეზე, რომელსაც 4 ადამიანი ემსხვერპლა და 17 დაშავდა, მიკროავტობუსის...

სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა

სააპელაციო სასამართლომ პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი...

გურამ დადიანიძის დედა დაცემენტებული ჭის შესწავლას ითხოვს

საგამოძიებო მოქმედებების მეოთხე დღე სოფელ მლეთაში. დილიდან ტრაქტორები და მძიმე ტექნიკა მუშაობს იმ ადგილას,...