მთავარისიახლეებიმსოფლიო„დონალდ ტრამპი - საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში“- ფრანგული გამოცემა Le Monde ამ...

„დონალდ ტრამპი – საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში“- ფრანგული გამოცემა Le Monde ამ სათაურით სტატიას აქვეყნებს

Published on

ფრანგული გამოცემა Le Monde დონალდ ტრამპის მიერ საკანონმდებლო აქტის ხელმოწერას ეხმაურება, რომელშიც აფხაზეთი და "სამხრეთ ოსეთი" რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული. სტატია, სათაურით „დონალდ ტრამპი – საქართველოს დამცველი რუსეთთან დაპირისპირებაში“ გამოქვეყნდა. „შორეული საქართველოს მოხსენიებამ 700-გვერდიან საკანონმდებლო დოკუმენტში შედარებით შეუმჩნევლად ჩაიარა. მოსკოვის გადმოსახედიდან ეს დოკუმენტი შეიძლება მიჩნეულ იქნას, როგორც ტრამპის ადმინისტრაციის მორიგი ნაბიჯი, რომელიც იმედებს უცრუებს მოსკოვს ვაშინგტონთან დაახლოებაში“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში. სტატიის თანახმად, დოკუმენტში, რომელშიც დეტალურად განსაზღვრულია აშშ-ის ფედერალური მთავრობის უწყებებისთვის გამოყოფილი თანხები, ნახსენებია „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“. შესაბამისად, საკანონმდებლო აქტით, რომელსაც ხელი 6 მაისს დონალდ ტრამპმა მოაწერა, აკრძალულია ყველა პროგრამების ან სახელმწიფოების დაფინანსება, რომლებიც ხელს უწყობენ ოკუპაციას ან არღვევენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება სახელმწიფოებს, საუბარია იმათზე, ვინც აღიარა ამ ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა ან დაამყარა მათთან დიპლომატიური ურთიერთობა. სტატიის ავტორი, ბენუა ვიტკინი აღნიშნავს, რომ არც ბუშის და არც ბარაქ ობამას ადმინისტრაციას საქართველოს ორ ტერიტორიაზე მოსკოვის ქმედებებისთვის ოკუპაციის კვალიფიკაცია არ მიუცია.სტატიის თანახმად, ქართველმა დიპლომატმა ანონიმურად განაცხადა, რომ „ეს უპრეცედენტო და საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯია დონალდ ტრამპისგან“. ქართველი დიპლომატის თქმით, „წარსულში ვაშინგტონი ყოველთვის მხარს გვიჭერდა და რეგულარულად აღშფოთებას გამოხატავდა, მაგრამ ჩვენ არასოდეს გვქონია ასეთი აშკარა და ძლიერი დოკუმენტი“. „საქართველოსა და „რესპუბლიკელი“ ქორებისთვის ეს გამარჯვება მაშინ ხდება, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამერიკის დედაქალაქში ვიზიტით იმყოფება. „ამ კანონით აშშ იცავს საქართველოს სუვერენიტეტს და აძლიერებს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა“, – წერია სტატიაში.

სიახლეები

კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ

“ოცნების“ ახალი კანონპროექტი - კორუფციისთვის ნასამართლევ საჯარო მოხელეებს დეკლარაციების შევსება 30 წლის განმავლობაში მოუწევთ. პარტიის...

ელენე ხოშტარიასთვის წარდგენილი ბრალდება 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ზარალი კი 570 ლარია

პროკურატურამ პარტია დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე ელენე ხოშტარიას ბრალდება წარუდგინა. "შინაგან საქმეთა...

საბა ბუაძე: სრულად დავტოვე ლელო

საბა ბუაძემ პარტია ლელო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოყვენებულ პოსტში წერს, პოლიტიკაში რჩება...

“მოძალადე” და “ექსტრემიზმის წამხალისებელი” – ასე მოიხსენია კალაძემ ევროკავშირის ელჩი

კახა კალაძემ ევროკავშირის ელჩი "მოძალადედ" და "ექსტრემიზმის წამხალისებლად" გამოაცხადა - თბილისის მერი ამტკიცებს, რომ...