მთავარისიახლეებიპოლიტიკა"რაღატომ ხურავთ სასამართლო პროცესს? 4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და...

“რაღატომ ხურავთ სასამართლო პროცესს? 4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და რა არის ამაში საიდუმლო?”- ბაჩო ახალაია

Published on

4 კაცს გვედავებით 60 ათასი ლარის გაფლანგვას, ეს არის საიდუმლო? გავთქვი საიდუმლო და რატომ უნდა დაიხუროს პროცესი, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ პროკურორების შუამდგომლობის საპასუხოდ განაცხადა, რომლებმაც სერგო თეთრაძის საქმეზე დღევანდელი პროცესის ნაწილობრივ დახურვა იშუამდგომლეს. როგორც პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა შუამდგომლობის დაყენებისას განმარტა, პროცესზე დასაკითხ მოწმეებთან მიმართებაში შეკითხვები ძირითადად სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციას ეხება, რაც სხდომის ნაწილობრივ დახურვის წინაპირობაა. ბრალდების შუამდგომლობას როგორც დაცვის მხარე, ასევე თავად ბრალდებული ბაჩო ახალაიაც არ დაეთანხმა. "ამ საიდუმლო ინფორმაციაში, საუბარია 60 ათას ლარზე რომლის გაფლანგვასაც მედავებით. 4 კაცს გვედავებით 15-15 ათასი ლარის გაფლანგვას და რა არის ამაში საიდუმლო? ამის გარდა რამე არის სახელმწიფო საიდუმლო? თუ არა გავთქვი ეს საიდუმლო და რაღატომ ხურავთ პროცესს?! ან სახელმწიფო ესმოდეს ვინმეს ან მისი საიდუმლოება", – განაცხადა ახალაიამ. საბოლოო ჯამში მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და სერგო თეთრაძის საქმეზე სასამართლო პროცესი ნაწილობრივ დაიხურა. პროკურორები მოწმეებს ამ წუთებში დახურულ სხდომაზე ჰკითხავენ.

სიახლეები

“საქართველოსთვის ჯაშუშობის” ბრალდებით ოკუპირებულ ცხინვალში თამარ მეარაყიშვილი დააკავეს

რადიო თავისუფლების პროექტი Эхо кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოს მოქალაქე, რომელიც ჯაშუშობის ბრალდებით...

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

დაკავებულია სუს-ის ექს-შეფი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს - ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე...

მოკლული მასწავლებლის დედა პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის ოჯახი პროკურატურას 2 კვირიან ვადას აძლევს იმისთვის, რომ ხელბორკილი დაადოს...

ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ 27 დეკემბერს გაიმრთება

27 დეკემბერს, 18:00 საათზე ახალგაზრდული მსვლელობა “მომავალი ჩვენია“ გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ,...