მთავარისიახლეებითვალსაზრისიხელისუფლების ფარსი ზუგდიდში, რომლის გათამაშებას იგი ძალთა სრული მობილიზებით ცდილობდა ზუგდიდში,...

ხელისუფლების ფარსი ზუგდიდში, რომლის გათამაშებას იგი ძალთა სრული მობილიზებით ცდილობდა ზუგდიდში, არ შედგა

Published on

ხელისუფლების ფარსი ზუგდიდში, რომლის გათამაშებას იგი   ძალთა სრული მობილიზებით ცდილობდა ზუგდიდში, არ შედგა, რაც უნდა შეფასებები გააკეთოს მმართველმა პარტიამ, რომლის მთავარი მომტივი იქნება კონსტიტუციური ცვლილებების გახილვამ ზუგდიდში მაღალ დონეზე  და მშვიდ ( იგულისხმება ხელისუფლებსათვის მშვიდ) ვითარებაში ჩაიარა,  დარბაზს გარეთ დატოვებული ხალხის ხმამ ამ იდილიურ საბჭოთა სხდომაზე მაინც შეაღწია. 
 
ზუგდიდში მმართველ პარტიას მკაფიოდ უთხრეს, რომ თუ ის ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს უკან არ წაიღებს, ადრე თუ გვიან თავის თავს თვითონ გამოუტანს განაჩენს.
 
,,მინდა გაგახსენოთ პასაჟი ნოდარ დუმბაძის რომანიდან ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი'', როცა ილიკო ჩიგოგიძე უხსნის ილარიონ შევარდნაძეს,რა კარგია ერთი თვალი და რა ცუდია ორი თვალი. ზუსტად იგივე შთაბეჭდილება შემექმნა დღეს, როცა ბატონი ირაკლი კობახიძე უსამძიმრებდა იმ ქვეყნებს, სადაც პრეზიდენტს  ირჩევენ პირდაპირ წესით.- ასე დაიწყო თავისი გამოსვლა  დარბაზში დიდი სირთულეების შემდეგ შეღწეულმა და მით უფრო მიკროფონთან მისულმა მაია კალანდიამ , ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა. ლამის გამიჩნდა იმპულსი –  ჩემი ოჯახის წევრებს, რომელთაც საფრანგეთში აირჩიეს პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი,  გავუგზავნო დეპეშა – რა ცუდია, რომ მათ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩიეს და რა კარგია 300 მგოსნის მიერ არჩეული მომავალი პრეზიდენტი''.
 
,,მე არ მოვსულვარ აქ დისკუსიისთვთვის, პოლემიკაში არ ჩავერთვები ერთი უბრალო მიზეზის გამო: რასაც ამ ე.წ. საკონსტიტუციო ცვლილებებში ვკითხულობ –  ეს არის შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს, საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ.
 
მე ვაპროპტესტებ აგრეთვე ე. წ ,,ევროპული საქართველოს'' მონაწილეობას ამ პროცესში. როცა  ზვიად ძიძიგურმა მოგილოცათ,  რომ ,,თქვენ იქიდან გამოხვედით’’ და   თქვენც კვერი დაუკარით უნდა შეგახსენოთ, რომ  თქვენ ნახევარმა მილიონმა ამომრჩეველმა მოგცათ ხმა იმ ადამიანის გამო, რომლის სურათი დაგქონდათ მთელი არჩევნების პერიოდში- მიმართა მაია კალანდიამ დარბაზში მყოფ ,,ევროპული საქართველოს'' წარმომადგენლებს –  თქვენ დღეს მაგონებთ პერსონაჟებს ედუარდო დე ფილიპოს  კომედიიდან ,,ცილინდრი’’ , რომელნიც განასახიერებენ, თუ  როგორ შეიძლება ადამიანმა ღირსება აიყაროს იმისთვის,  რომ მიიღოს ის, რაც მთავარია მისთვის.
 
 თქვენ ამას ვერ მიიღებთ – თქვენ საქართველოს სახელმწიფოს წინაარმდეგ შეთქმულების მიზნით მოსულ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, დარჩებით გარეთ, როგორც დანარჩენები.''- 
ამ სიტყვებით მაია კალანდიამ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი. 
 

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...