მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპული საწყობის მენეჯერი, 44 წლის ბესიკ ჯგუშიააა.

ზუგდიდში ხანძრის შედეგად დაღუპული საწყობის მენეჯერი, 44 წლის ბესიკ ჯგუშიააა.

Published on

ზუგდიდში თამბაქოს საწყობი დაიწვა, ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.აფეთქების შედეგად საწყობის მენეჯერი – ბესო ჯგუშია დაიღუპა. აფეთქება, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, მოკლე ჩართვამ გამოიწვია, იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობა მთლიანად დაანგრია, მისი ნამსხვრევები კი 60-70 მეტრის რადიუსში მიმოფანტა. ახლომდებარე კერძო სახლები არ დაზიანებულა. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომლის ლოკალიზება მალევე მოხერხდა. ნანგრევების გაწმენდის დროს მაშველებმა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელიც ბეტონის ფილებქვეშ იყო მოყოლილი. 
როგორც გაირკვა, დაღუპული საწყობის მენეჯერი, 44 წლის ბესიკ ჯგუშიააა. აღსანიშნავია, რომ შენობა, რომელიც აფეთქდა, გაეროს ზუგდიდის ოფისის ყოფილი შენობაა, რომელიც თავის დროზე, სწორედ გაეროს უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებით აშენდა – ორმაგი კედლითა და სხვა პარამეტრებით. აფეთქებამ ბეტონის ფილები მომცრო ნაწილებად დაშალა. საწყობის მეპატრონეები ამბობენ, რომ შენობაში არანაირი ფეთქებადსაშიში ან აალებადი ნივთიერება, ასევე საბრძოლო მასალები არ ინახებოდა და გაურკვეველია, რამ გამოიწვია ასეთი სიმძლავრის აფეთქება. 
ბესო ჯგუშია საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრის, სოციალისტური პარტიის წარმომადგენლის თენგიზ ჯგუშიას ახლო ნათესავია და წინასაარჩევნო პერიოდში მის შტაბშიც იყო დასაქმებული. 

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...