მთავარისიახლეებისაზოგადოებასაკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ხვალ ზუგდიდში და მასთან დაკავშირებული მოლოდინები

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა ხვალ ზუგდიდში და მასთან დაკავშირებული მოლოდინები

Published on

ხვალ, 9 მაისს ზუგდიდში იმართება შეხვედრა მოქალაქეებთან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის ფარგლებში.  შეხვედრა ზუგდიდში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 12:00 საათზე დაიწყება.

განხილვაში მონაწილეობისათვის ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ჩამოდის. 
 
იგი დღეიდან ჩაერთო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის პროცესში, რომელიც  საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვების კომისიის მიერ არის ორგანიზებული.  დღეს იგი ბათუმში იმყოფება და იქ მიმდინარე განხილვას ესწრება. 
 
რაც შეეხება განხილვას ზუგდიდში და მასთან დაკავშირებულ მოლოდინებს:  რაჭაში, ლაგოდეხში გამართული განხილვის შემდეგ, რომელიც ხელისფლებისადმი მაამებლობისა და ოპოზიციური აზრის მიუღებლობად შეფასდა  სოციალურ ქსელებში, არაერთხელ გაიჟღერა, რომ ხელისუფლება მსგავსი ფარსის დადგმას ზუგდიდში ვერ შეძლებს. 
 
,,მეორე დღეა, რაც სამეგრელოში ვარ – წერს ნიკა მაჭუტაძე – ვსაუბრობთ კონსტიტუციის შესახებ, უზარმაზარი საფრთხეების, რისკების, ანტი-პოლიტიკის, სახელმწიფოს შესახებ.
არსად არ არსებობს ქართული სახელმწიფოს ისეთი ძალუმი განცდა, როგორც აქ, ამ ადამიანებში.
ნათლად მჯერა: ჩვენ დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ აღვადგენთ მას.
სამეგრელო არ შეეგუება კონსტიტუციის მითვისებას, არ შეურიგდება სახელმწიფოს ჩამორთმევას.
არც არასდროს შერიგებია.''
 

ამბროლაურში უკვე ჩატარებული შეხვედრით  გამოწვეული უარყოფითი რეაქცია  არაერთ გამოხმაურებაში გადაიზარდა ზოგადად ამ კუთხის მიმართ არადელიკატურ,  გამოხდომებში თუ არა, მინიშნებებში  და   ამასთან ახლა უკვე ზუგდიდის მოიმედეობაში, რომ  აქ, მეგრელების ბუნებიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ გაუვა ის, რაც ამბროლაურში გაუვიდა, ანუ  საქმე წავიდა ადამიანების შეფასებისკენ  კუთხურობის ნიშნით.  
 

ამ დაუშვებელ ტენდენციას მყისვე გამოეხმაურა ჟურნალისტი ლაშა ბერულავა.   ,,ყველა კუთხეში იქნება ცკ-ს პლენუმი. ყველა კუთხეს ჰყავს ისეთები, რომლებიც მივლენ მსგავს შეხვედრებზე. ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ეხმაურება 
,,ჩემ მშობლიურ სამეგრელოშიც იქნება და იქაც მივლენ. გულს ნუ გავიტეხთ. ამიტომ ნურც იმერლებზე, ნურც რაჭველებზე, ხვალ ნურც კახელებზე და მეგრელებზე. 
ასეა – ყველა ალხანა მთავრობის ინიციატივას თავისი ჩალხანა ამტაცებელ-ტაშისმკვრელი ჰყავს'' – წერს იგი სოციალურ ქსელში.
 
ნაციონალური მოძრაობის წევრი ეკა ხერხეულიძე  თვლის, რომ  საქართველოში არ არსებობს რეგიონი,სადაც იგივეს ვერ მოახერხებს ხელისუფლება,რაც ამბროლაურში ჩაიდინა, ამდენად ცდება ის, ვინც   ფიქრობს,რომ პირობითად,სამეგრელოში, დაუშვებელია ანალოგიური ვითარების ხილვა, და კიდევ უფრო ცდება ის, ვინც ქვეყნის მომავლის განვითარების პერსპექტივას საკუთარ წარმომავლობას უკავშირებს.
,,ჩემი აზრით,პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ვიწრო პრიზმიდან დანახული უმნიშვნელო დეტალი.მთავარი ისაა,რომ ხელისუფლებისგან დაჩაგრული ჩვენი მოქალაქეები ყველა რეგიონში თანაბარი შემართებით შეეცდებიან უკონკურენტო გარემოში,მლიქვნელობით და სავოკური მეთოდებით შესთავაზონ საკუთარი თავი მმართველ ძალას .ასე ხდება ყველგან,სადაც ადამიანები გადარჩენისთვის იბრძვიან .''- წერს ეკა ხერხეულიძე.
 
,,იმ პირობებში, როცა ქართული ოცნების ადგილობრივ ოფისს და ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას მობილიზებული ყავთ თავიანთი  აქტივი და მხარდამჭერები, საჯარო მოხელეების ჩათვლით,  არ არის გამორიცხული განსხვავებული პოზიციის ადამიანებს შეექმნათ სირთულეები შეხვედრაზე თავიანთი აზრის დაფიქსირებაში, მაგრამ სათქმელი მაინც ითქმება –  საბჭოთა  სხდომა და ფარსი აქ ისე წარმატებული ნამდვილად არ იქნება'' – წერენ სოციალურ ქსელში ზუგდიდელები. 
 

 

სიახლეები

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...

გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო

პატიმრობაში მყოფმა გიორგი ჩიკვაიძემ შიმშილობა დაიწყო - ინფორმაციას ბიზნესმენის დედა, ეკა წერეთელი ავრცელებს. მიზეზად პატიმრის...

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...