მთავარისიახლეებისაზოგადოებამინისტრები სტუმრად დაბა ჯვარის რეაბილიტირებულ პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“

მინისტრები სტუმრად დაბა ჯვარის რეაბილიტირებულ პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“

Published on

ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ დაბა ჯვარში სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვედ აღჭურვილი პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ დაათვალიერეს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სტუდენტებს, პედაგოგებსა და დამსაქმებლებს შეხვდნენ.
 
როგორც ”ინტერპრესნიუსს” განათლების სამინისტროდან აცნობეს, სრულად რეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ თანამედროვე განახლებული ინფრასტრუქტურით აგრძელებს ფუნქციონირებას. კოლეჯში განახლდა სასწავლო და საოფისე ინვენტარი, აღიჭურვა თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკით, სასწავლებელი უზრუნველოფილია თანამედროვე გათბობისა და კონდიცირების სისტემით. სასწავლებელი ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტებისთვის, შენობას აქვს ლიფტი.
 
პროფესიული კოლეჯი „ლაკადა“ ახორციელებს რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნაზე ორიენტირებულ სასწავლო პროგრამებს, რეგიონს უზრუნველყოფს მოთხოვნადი სპეციალობების კვალიფიციური კადრებით, ხელს უწყობს მოსახლეობის დასაქმებას, რაც თავისთავად განაპირობებს უმუშევრობისა და რეგიონის მოსახლეობის მიგრაციის შემცირებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდება.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...