მთავარისიახლეებისაზოგადოება,,ქიმირჩქინით თე ბაღანეფიშ სახელეფი - დაიმახსოვრეთ ეს ბავშვები, ისინი დიდი გამომგონებლები გახდებიან''...

,,ქიმირჩქინით თე ბაღანეფიშ სახელეფი – დაიმახსოვრეთ ეს ბავშვები, ისინი დიდი გამომგონებლები გახდებიან” – “ამერიკის ხმის” ჟურნალისტის ინტერვიუ მეგრულად

Published on

ჰიუსტონში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტში მიწვეულ სენაკელ მოსწავლეებს, რომლებმაც იქ წასვლის უფლება საქართველოში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიღეს, "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ნანა საჯაია მეგრულად ესაუბრა და "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში გამოაქვეყნა. – ინფორმაციას ამის შესახებ ALLMEDIA  აქვეყნებს.
 
ინტერნეტგამოცემას მოყავს ციტატა   ჟურნალისტის ინტერვიუდან  გამარჯვებულ მოსწავლეებთან.  მოსწავლეები საუბრობენ თავიანთ შთაბეჭდილებებზე  და იხსენებენ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში კონკურსში გამარჯვებულებად გამოცხადდნენ, ძალიან ინერვიულეს და იტირეს. 
"მე ახლა მათ სახელებსა და გვარებს ვკითხავ, თქვენ კი დაიმახსოვრეთ, რადგან მომავალში ეს ბავშვები დიდი გამომგონებლები გახდებიან", – ამბობს მეგრულად ნანა საჯაია.
იგივე ინტერვიუ სენაკელ ბავშვებთან ჟურნალისტმა ქართულ ენაზეც გამოაქვეყნა. 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდი 27 თებერვალს გამოავლინა. 13 ფინალისტ გუნდს შორის, პროექტით „გეოლოგიური საფრთხეები“, კონკურსში გამარჯვებული „სმართ ქიდსი“ აშშ–ში, NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის.
გამარჯვებული გუნდის წევრები არიან სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-8 კლასის მოსწავლეები: ნათია შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია და გვანცა ჩიქოვანი.
პროექტი „გეოლოგიური საფრთხეები“ წარმოადგენს შეტყობინების სისტემას მეწყერსაშიში ზონებისთვის. მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად გამოყენებულია ჰოლის ეფექტზე დამყარებული მეთოდი. შედეგად, მიღებულია მაღალი მგრძნობელობა, სიზუსტე და საიმედოობა.
 
ნანა საჯაიას ინტერვიუს მეგრულ ვარიანტს  განსაკუთრებით ბევრი გამოხმაურება მოყვა, მათ შორის მეგრული ენის მომავალზე მოფიქრალთა მხრიდან.
 
,, თეწკუმა ართო მანგარ გურსაჭო რე, ბაღანეფს მარგალურ ვა უჩქუნა დო მარგალურ ჩიებაშე აძიცინენან ( ათენეფ თი ბაღანეფი რე, მიდგას მუნეფიშ სქუალეფშა, გეჸვენჯი გენერაციაშა მარგალურ ვეგნაჩინენ დო ათაშ ქაშმოდინუნა ხეს ჩქინ საჸოროფო ნინა'' – ,,ამასთან ერთად ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ბავშვებმა მეგრული არ იციან და მეგრულ ლაპარაკზე ეცინებათ ( ეს ის ბავშვებია, რომელნიც თავიანთ შვილებს, მომავალ გენერაციას მეგრულს ვერ გადასცემენ და ასე დაგვეკარგება თვალსა და ხელს შუა ჩვენი საყვარელი ენა'') – წერს  ახალგაზრდა ლიტერატორი, პოეტი და ლინგვისტი გივი ქარჩავა

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...