საქართველოს 2 მოქალაქეს ზურაბ ხურციას და დავით ყიფიანს მიენიჭა უკრაინის გმირის წოდება სიკვდილის შემდეგ.
შესაბამის განკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშნკომ დღეს მოაწერა ხელი ,,უცხოეთის მოქალაქეებისთვის უკრაინის გმირის წოდების მიჭების შესახებ კანონის საფუძველზე, რომლიც 13 აპრილს იქნა მიღებული .
ზურაბ ხურცია და დავით ყიფიანი ღირსების რევოლუციის დღეებში მაიდანზე იბრძოდნენ და ციური ასეულის რიგებში დაიმკვიდრეს ადგილი. 2014 წელს ისინი ციური ასეულის გმირის ორდენებით დაჯილდოვდნენ.
დათო ყიფიანი 2014 წლის 21 თებერვალს მოკლეს მაიდანზე. ის სნაიპერმა იმსხვერპლა. ჯავშანჟილეტი, რომელიც ყიფიანს ეცვა სნაიპერის ტყვიით ორ ადგილას იყო გახვრეტილი.
დათო ყიფიანი მაიდანზე უკრაინელი ხალხის გვერდით თავიდანვე იდგა. 2013 წლის 11 დეკემბერს, ღამით, ერთ-ერთი ძლიერი შტურმის დროს, მას ქართული დროშა ეჭირა. „ბერკუტმა“ მას დროშა წაართვა, თუმცა ყიფიანი არ შეშინდა, „ბერკუტის“ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე შებრუნდა და დროშა გამოიტანა.
გაგრიდან დევნილი ზურაბ ხურცია 2014 წლის 18 თებერვალს დაიღუპა ევრომაიდანზე. იგი ევრომაიდნის თავდაცვის რაზმის წევრი იყო და ღამეებს ბარიკადებზე ათევდა და გულმა უმტყუნა.
მაიდნის თავდაცვის ასეულის წევრი დიმიტრი სტეპანენკო ზურაბ ხურციას „ღირსეულ ადამიანს“ უწოდებს. მან „ყველა მორიგეობა, ყველა დაპირისპირება და ბატალიები ჩვენთან ერთად გაიარა და ბოლომდე იდგა – თავისუფალი და ამაყი. მისი სახელი ყველასთვის ძვირფასი იქნება მუდამ: მათთვისაც, ვის გვერდითაც ის იდგა და მათთვისაც, ვინც მისი სახელი მხოლოდ „ზეციური ასეულის“ სიაში ამოიკითხა“, – აღნიშნავენ მისი თანამებრძოლები.
,,ქართველებმა, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის დაიღუპნენ, შეკრეს და გააერთიანეს ჩვენი ძმობა. ძმობა არა დაბადებიდან, არამედ, დაღვრილი სისხლით მოსული ძმობა.- წერს უკრაინული მედია დავით ყიფინისა დაზურაბ ხურციასთვის უკრაინის გმირის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებით.