მთავარისიახლეებიპოლიტიკამინისტრ მღებრიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარი ბაიკერების არშემოშვების ფაქტზე: „ნუ...

მინისტრ მღებრიშვილის შეურაცხმყოფელი კომენტარი ბაიკერების არშემოშვების ფაქტზე: „ნუ გეშინიათ, არ შემოვიდნენ“

Published on

„ნუ გეშინიათ, არ შემოვიდნენ“ – ამ მოკლე და შეურაცხმყოფელი კომენტარით გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში პუტინის ბაიკერების  არშემოშვების ფაქტს.
 
მოსახლეობის მძაფრი რეაქციის  ახსნა შიშით  არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რომ მინისტრი თავისი ,,ძველბიჭური ლექსიკით'' ვერ წვდება  ამ პროტესტის არსს, რომლის მამოძრავებელია არა ,,ღამის მგლებისადმი'' შიში, არამედ სულისკვეთება   –  არ შემოვუშვათ საქართველოში კრემლის მოტოციკლისტები.
 
ასეა თუ ისე, რუსი ბაიკერები ლარსის საზღვრიდან თავიანთ ქვეყანაში  გააბრუნეს. მღებრიშვილს არ განუმარტავს, როგორ არის ფორმულირებული მათთვის საქართველოში არშემოშვების მიზეზი,  კანონის რომელი მუხლით იხელმძღვანელეს  სამართალდამცველებმა და იყო თუ არა ამის მიზეზი რუსების მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპირება.
 
მესაზღვრეების მიერ მიღებული გადაწყვეტილება მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განმარტა და აღნიშნა, რომ მათ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ კანონის 11-ე მუხლით იხელმძღვანელეს.
 
როგორც ხუციშვილი აცხადებს, ბაიკერებმა ვერ დააკმაყოფილეს ამ მუხლით გათვალისწინებული ნორმები და ვერ გასცეს სათანადო პასუხი ქვეყანაში შემოსვლის მიზნებსა და იმ მიმართულებაზე, საითაც ისინი მიდიოდნენ.
 
შეგახსენებთ, გუშინ რუსული გამოცემა auto.mail.ru-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ   ქართველმა მესაზღვრეებმა რუს ბაიკერებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს 50 რუს ბაიკერს და ახსნა-განმარტებების გარეშე, პასპორტში  ჩაურტყეს შტამპი "ანულირებულია"
 
პირველი ცნობა საზღვარზე მომხდარის შესახებ გუშინ   ბაიკერმა დიმიტრი ხრიპკოვმა გაავრცელა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე  – ,, მაისის დღესასწაულების ბოლომდე მოტოციკლისტებისთვის საქართველოს საზღვარი დაკეტილია და  ვინც საზღვარზე დგახართ,  დაბრუნდით   ვლადიკავკაზში.''- მოუწოდა მან მეგობარ ბაიკერებს. 
 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...