მთავარისიახლეებისაზოგადოებაგარემოვაჭრეები თბილისის მერიისგან ვაჭრობის აკრძალვის ნახევარი წლით გადავადებას ითხოვენ

გარემოვაჭრეები თბილისის მერიისგან ვაჭრობის აკრძალვის ნახევარი წლით გადავადებას ითხოვენ

Published on

გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები აიღეს თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტრო ვარკეთილის მიმდებარე 
ტერიტორიაზე. ადგილი თბილსერვის ჯგუფმა დაასუფთავა.
 
მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, რომ მეტრო ,,ვარკეთილთან'' მოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილეს, შეეწყვიტათ უნებართვო საქმიანობა.
თავის მხრივ,  მოვაჭრეები აპირებენ  შეუერთდნენ  გამაფრთხილებელ აქციას  თბილისის მერიასთან, რომელსაც გუშინ ნავთლუღის ბაზრის ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეები გეგმავენ.
 
 გუშინდელ აქციაზე გარემოვაჭრეებსა და ადგილობრივ მოვაჭრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, რაც შეეხება მათი პროტესტის ადრესატს – თბილისის მერიას, დავით ნარმანიას თქმით, ისინიც სხვა გარემოვაჭრეების მსგავსად, 6 თვის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლდებიან. თუმცა, მოვაჭრეები ნახევარწლიან ვადას გარევაჭრობისთვის ითხოვენ.
 
„ქალაქი და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ჩვენგან, რომ საჯარო სარგებლობის სივრცეები იქნას გათავისუფლებული, დავიცვათ კანონები, წესები. მაგრამ მეორეს მხრივ, შევდივართ ამ ადამიანების მდგომარეობაში. სწორედ ამიტომ, ბაზრობების ადმინისტრაციების მოლაპარაკების საფუძველზე, ისინი 6 თვის განმავლობაში გათავისუფლებული იქნებიან შესაბამისი მოსაკრებლის გადახდისგან," – განმარტა დავით ნარმანიამ.
 

სიახლეები

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ...

გალის ყოფილი ე.წ. გამგებელი საბანაოდ ზღვაში შევიდა და ნაპირზე არ გამოსულა [video]

შავი ზღვის სოხუმის აკვატორიაში  გალის ყოფილი ე.წ. გამგებლის, ასევე აფხაზური თვითგამოცხადებული მინისტრთა საბჭოს ყოფილი...

პროკურატურის მოთხოვნით, ღარიბაშვილის პროცესი 12 თებერვლამდე გადაიდო – ადვოკატი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლების უკანონოდ ლეგალიზაციისთვის ბრალდებული ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც...

ზუგდიდში დენის დარტყმის შედეგად თურქეთის მოქალაქე გარდაიცვალა

ზუგდიდში, თბილისის ქუჩაზე, მუშა დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით ელექტრო გაყვანილობის სამუშაოებს 30...