მთავარისიახლეებისაზოგადოებაარანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! - ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! – ელენე ხოშტარიას პასუხი ციხიდან

Published on

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება, – ასე პასუხობს პარტია „დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან “ოცნებას“.

მისი თქმით, “ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა!“

არანაირი ვაჭრობა პატიმრებით არ იქნება! როგორც პოლიტიკოსი და როგორც პოლიტიკური პატიმარიც, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი მძევლებით ვაჭრობა და “ოცნების” რუსული რეჟიმის ამით გამოძრომა არ იქნება.

1. სანამ ჩვენ ვიბრძვით, არავინ დაელაპარაკება ბიძინას მის მიერ მოგონილი პირობებით. პირობა მხოლოდ ორია – ახალი სამართლიანი არჩევნები და ამასთან ერთად ტყვეების უპირობო გათავისუფლება. ბიძინას რომ არავინ დაელაპარაკოს და არ მისცენ მანევრირების საშუალება, ამისთვის იბრძვის ხალხი დიდი ხანია! ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც სწორედ ხალხის გვერდით დგანან.

2. პოლიტიკური პატიმრები არ ვართ სავაჭრო ერთეულები რომ ვინმე ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ გარიგდეს, ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის თავისუფლებისთვის. ასე რომ არ იყოს, დაუმორჩილებლობას ვერავინ გვაიძულებდა.

3. ვაჭრობა და გამოძრომა კი არა, შეტევის და ბრძოლის დროა! ქიმიური იარაღის გამოყენებაზე შეტევაა მთავარი თემა და არანაირი ბელარუსის მაგალითი ჩვენთვის რელევანტური არ არის.

ბოლომდე!,- წერს ხოშტარია.

ბელარუსში განვითარებულმა მოვლენებმა საქართველოში ახალი კითხვები გააჩინა – შეიძლება თუ არა ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი ერთგვარ პრეცედენტად იქცეს და ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთთან შესაძლო გარიგების თემად პოლიტპატიმრების გათავისუფლება გამოიყენოს?

ოპოზიციისა და უფლებადამცველების შეფასებით, ქართულ ციხეებში მყოფი პოლიტიკური და სინდისის პატიმრები დასავლეთის რეაგირებას ელოდებიან და მათ შორის არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი შესაძლოა, მზად იყოს მათი თავისუფლებით ივაჭროს, თუ ეს მისთვის სანქციების თავიდან არიდებას, გავლენის შენარჩუნებასა და პირადი ინტერესების დაცვას ნიშნავს.

მიხეილ ყაველაშვილი გადაჭრით ვერ პასუხობს კითხვას, გამოიყენებს თუ არა დისკრეციულ უფლებას და შეიწყალებს თუ არა სინდისის პატიმრებს. ამასთან, “ოცნების” პრეზიდენტი დაკავებული ახალგაზრდებისგან “შეცდომების” აღიარებას ითხოვს.

სიახლეები

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...

ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი მემორანდუმს აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მიაღწიოს...