მთავარისიახლეებითვალსაზრისი,,მიხეილ სააკაშვილის არჩევით საკუთარ თავს დავეხმარებით ''- უკრაინული დიასპორა კანადაში ...

,,მიხეილ სააკაშვილის არჩევით საკუთარ თავს დავეხმარებით ”- უკრაინული დიასპორა კანადაში სააკაშვილის ვიზიტის შესახებ

Published on

,,მოძრაობა ,,რუხის'' ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კანადაში გაფრინდა – წერს უკრაინული მედია – მისი მიზანია მოიპოვოს ფინანსური დახმარება ატო-ს დაჭრილი მეომრების მკურნალობისა და  რეაბილიტაციისათვის.
ვიზიტი დაიგეგმა და ხორციელდება  უკრაინულ – კანადური  საერთაშორისო ფონდის ინიციატივით, რომელიც უკრაინული  დიასპორის ტორონტოს ორგანიზაციის მხარდამჭერია. 
მიხეილ სააკაშვილს  ვიზიტის ფარგლებში  უკვე ჰქონდა ხალხმრავალი  შეხვედრები   კანადელ და უკრაინელ  ბიზნესმენებთან, პარლამენტარებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან.  მან ამჯერადაც არ აუარა გვერდი რიგით ადამიანებს უკრაინული დიასპორიდან – შეხვდა უკრაინელ წვრილ მეწარმეეებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, ესტუმრა  პურის საცხობს,  რომელიც კანადის პარლამენტის წევრის ბორის ვჟესნევსკის მიერ არის გახსნილი   ტერნოპოლიდან, ფარანკოვსკიდან და კიევიდან ჩასული  ემიგრანტების დასაქმებისა და ხელშეწყობის მიზნით. 
,, მიხეილ სააკაშვილის არჩევით საკუთარ თავს დავეხმარებით – დავიწყებთ ცხოვრებას სინდისისა და ღირსების კანონებით. და აღარ გვეყოლება არც პოროშენკოები, არც ლუცენკოები,  არც იუშენკოვები, არც კონონენკოები, არც გრანოვსკები'' – ასე ეხმაურებიან სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტს კანადაში.
როგორც თავად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, კანადაში, ტორონტოში გამართულმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ მის  გადაცემას ,,სხვა უკრაინა'' ბევრი მაყურებელი ყავს კანადურ დიასპორაშიც. ,,გვაკრიტიკონ მოშურნეებმა რამდენიც და როგორც უნდათ – ციფრები თავისთავად მეტყველებს, რომ  მისი რეიტინგი განუხრელად იზრდება – ჩვენ 3 მილიონზე მეტი ადამიანი გვიყურებს უკრაინაშიც და დიასპორებშიც და ყოველი ახალი გადაცემის კვალდაკვალ მაყურებლის რაოდენობა წინა გადაცემასთან შედარებით  20 % ით იზრდება  – ეს ფენომენალური ზრდაა!'' – წერს იგი.    
 

 

 

სიახლეები

იქს, იგრეკ, ზეტებია მთელ საქმეში, როგორ ამოვიცნო ჩემი თავი ცვლადებში? – ნიკა გვარამია

ჩემი ბრალის საქმეში ჩემზე არ წერია არაფერი, არც ბრალში და არც მტკიცებულებეებში, ორი წინადადება...

ეკა კუპატაძე პროკურატურას მადლობას უხდის

"აი, რა მაყვირებდა, გიგა იყო უმწიკვლო, ე.ი. მისი მკვლელები იქნებოდნენ მანიაკები"- ასე ეხმაურება...

გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ

თბილისში მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობაში ბრალდებულებს ბრალი დაუმძიმდათ - ამის პარალელურად, დაკავებულების ირგვლივ...

სიღარიბის გასანულებლად დაგვჭირდება რამდენიმე წელიწადი – კობახიძე

ჩვენი მთავარი ამოცანაა, სიღარიბის მთლიანად აღმოფხვრა, განულება ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობთ, ამისათვის დაგვჭირდება რამდენიმე...