მთავარისიახლეებისაზოგადოებასკოლებში წასახემსებლების - ჩიფსების, ,,სუხარიკებად'' წოდებული ორცხობილების, ჟელიბონების, ასევე, კანფეტების, შოკოლადების,...

სკოლებში წასახემსებლების – ჩიფსების, ,,სუხარიკებად” წოდებული ორცხობილების, ჟელიბონების, ასევე, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა იკრძალება

Published on

სკოლებში წასახემსებლების  – ჩიფსების, ,,სუხარიკებად'' წოდებული ორცხობილების, ჟელიბონების, ასევე, კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა იკრძალება – განათლების სამინისტრო სასკოლო ბუფეტებში არსებული მდგომარეობის გამოსწორებას და ამ სფეროს რეგულირებას იწყებს. 
 
როგორც სამიისტროს მიექრ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „პრობლემა ამ კუთხით წლების განმავლობაში მოუგვარებელია, სკოლის ბუფეტებში მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომია არაჯანსაღი საკვები პროდუქტები, რაც სპეციალისტების თქმით, მოზარდების ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, სკოლებში ჯანსაღი კვების დანერგვის მიზნით, მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჯანსაღი კვების პრინციპების გატარებას ითვალისწინებს. 
 
ჯანსაღი საკვები ყოველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა. რეკომენდაცია შეთანხმებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან.
 
ახალი ინიციატივის ფარგლებში, სამინისტრო, სტუდენტების ჩართულობით, აქტიურ საკომუნიკაციო კამპანიასაც იწყებს – სტუდენტები დაწერენ საკომუნიკაციო სტატეგიას ჯანსაღი კვებისთვის. სამინისტროს ჟიური შეაფასებს და მოწონებულ გუნდთან ერთად გაატარებს აქტივობებს, ამ აქტივობებში სტუდენტები მიიღებენ დამატებით კრედიტებს ან ჩაეთვლებათ პრაქტიკულ გამოცდილებაში“, – ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
 

სიახლეები

“უკრაინას კი არა, ბლითში ხვრელს მიიღებთ!..” – ანდრეი მელნიკი

გაეროში უკრაინის ელჩი ანდრეი მილნიკი მკაცრად პასუხობს არამარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვინც დაინტერესებულია უკრაინის...

მომავალ ორ თვეში უკრაინა მზად იქნება არჩევნებისთვის – ზელენსკი

დონალდ ტრამპის განცხადების პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკი სრულ მზადყოფნას გამოთქცვამს ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად და აცხადებს,...

აქტივისტების თქმით, “ქართული ოცნების” მიზანია პროტესტი საბოლოოდ ჩაახშოს

უწყვეტი პროტესტის მონაწილეები "ქართული ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონმდებლობაში ინიცირებულ ცვლილებებს ეხმიანებიან,...

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას...