მთავარისიახლეებისაზოგადოებაBBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს - კობახიძე

BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს – კობახიძე

Published on

“ოცნება” აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს – ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას უთხრა, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწიოს.

რაც შეეხება სუს-ის გამოძიებას, ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანი გამოძიებას დასრულებულად აცხადებს და ირწმუნება, რომ მამუკა მდინარაძის უწყებამ “ყველაფერი თქვა”.

ვაპირებთ მივმართოთ “ოფკომს” – ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამსრთლოებს საჭიროებისი შემთხვევაში, ყველა სამართლებრივი გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ bbc-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელცი მათ გაავრცელეს. დამთავრდა გამოძიება, სუს-მა თქვა ყველაფერი, შესაბამისად საპნის ბუშტივით გაგისკდათ ყველაფერი”, – განაცხადა კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი – ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება – ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი.

სიახლეები

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...

დაივიწყეთ მხოლოდ ჩემს გათავისუფლებაზე საუბარი, რეჟიმის ჩამოშლაზე ვკონცენტრირდეთ – ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ყველას მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის და წერს, რომ ხალხი...

ენმ-ში უმძიმესი კრიზისია, ვიღაცას ზედმეტად ვენდე… – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით ღალატზე საუბრობს - საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში...

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები იგეგმება, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება, - ამის...