მთავარისიახლეებისაზოგადოებარამდენი საჯარო მოხელე ,,გაქაჩავს'' დღეს მეთორმეტე და თუნდაც მეხუთე კლასამდე?

რამდენი საჯარო მოხელე ,,გაქაჩავს” დღეს მეთორმეტე და თუნდაც მეხუთე კლასამდე?

Published on

მთავრობამ პროფესიული საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესი დაამტკიცა. 
დადგენილება მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება. მოხელის კლასი მუდმივად ნარჩუნდება და მისი ჩამორთმევა დაუშვებელია.
 
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მოხელისათვის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა. 
 
მოხელის კლასების საერთო რაოდენობა 12-ია, სადაც პირველი კლასი არის ყველაზე დაბალი, ხოლო მე-12 – ყველაზე მაღალი.
 
აღსანიშნავია, რომ მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ კი, მოხელეს მოხელის კლასის მინიჭებისას, გამოსაცდელი ვადა სამსახურის სტაჟში ჩაეთვლება.
 
მოხელეს, რომელსაც მოხელის კლასი მიენიჭა, ეძლევა თანამდებობრივი სარგოს დანამატი – საკლასო დანამატი. რომლის ოდენობასა და მის გაცემასთან დაკავშირებული საკითხები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წესრიგდება

სიახლეები

“როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ” – პაატა ბურჭულაძე

"როგორც არ უნდა ეცადოთ, ცრუ ჩვენებას, ვერ მიიღებთ ვერც ბაჩო ახალაიასგან, რომელსაც მეუღლის დაჭერით...

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი ციხეში შიმშილობას იწყებს

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, დაკავებული გივი წულეისკირი...

ავტოსაგზაო შემთხვევას ჩხოროწყუში 21 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში წუხელ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,სოფელ ზუმის ტერიტორიაზე ავტომობილი ბოძს შეეჯახა. 21...

ირანის სასამართლოს მიხედვით, აქციების დროს დაკავებულ ერფან სოლთანის სიკვდილით არ დასჯიან

ირანის სახელმწიფო მედია სასამართლოს ციტირებს და წერს, რომ აქციებზე დაკავებულ 26 წლის ერფან სოლთანის...