მთავარისიახლეებისაზოგადოებაზაზა ჯანაშიას მოწვევას საფეხბურთო კლუბ ,, ზუგდიდის'' ვიცე -პრეზიდენტად ადგილობრივი ხელისუფლების...

ზაზა ჯანაშიას მოწვევას საფეხბურთო კლუბ ,, ზუგდიდის” ვიცე -პრეზიდენტად ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ზუგდიდში არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა .

Published on

 ზაზა ჯანაშიას დანიშვნას საფეხბურთო კლუბ ,, ზუგდიდის'' ვიცე პრეზიდენტად ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, ზუგდიდში პირველი, არაერთგვაროვანი გამოხმაურებები  მოყვა .
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი წევრისა და ვეტერანი ფეხბურთელის კვალიფიკაციაში ეჭვი ნაკლებად შეაქვთ, მაგრამ  კითხვები დაისმის მის მოქალაქეობრივ პოზიციასთან დაკავშირებით, რომელიც ამ დღეებში სოციალურ ქსელებში მწავავე კრიტიკის  საგანი გახდა.
 
ლაპარაკია ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინტერვიუზე, რომელიც ზაზა ჯანაშიამ რუსულ გამოცემა www.championat.com-ს მისცა, კერძოდ, მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე, რომ   ,,რუსეთი საქართველოს ისტორიული მეგობარია, ევროპას კი ის მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ აზერბაიჯანიდან გაზი და ნავთობი, რუსეთის გვერდის ავლით მიიღოს.''.
 
ამ ინტერვიუში ზაზა ჯანაშია, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ხოტბასაც ასხამს და აცხადებს, რომ ის არამხოლოდ რუსეთისთვის აკეთებს ყველაფერს, არამედ საქართველოსთვისაც.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
 
-ახლა უფრო ადვილია თქვენთვის ევროპაში ისწავლოთ – სავიზო რეჟიმი გაუქმდა…
 
– თქვენ ყველა რა ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? – რუსეთი. ვისთან ვმეგობრობთ ჩვენ ისტორიულად? – რუსებთან. ხალხს ერთმანეთი უყვარს. ბებოები, ჩემს სადარბაზოსთან მოსკოვში ყოველთვის ამბობდნენ – როგორ გვიყვარხართ, თქვენი ღვინო, ახლაც იგივე დარჩა ყველაფერი.
 
– არც 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგ?
 
– ეს პოლიტიკაა. ადამიანები იგივე რჩებიან. რომელი ევროპა? ევროპა ოდესმე დაგვხმარებია?
 
– ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი – იქ არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი, მე-20 საუკუნეში, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა…
 
– აჰა და რომ არა რუსეთი, ჩვენ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდე. როდესაც თურქები გვიტევდნენ, შემოვიდა რუსეთის ჯარი და შეებრძოლა მათ. გავიგე, რატომ ვჭირდებით ჩვენ ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი რუსეთის გვერდის ავლით, პირდაპირ წავიდეს მათთან. ასე რომ, თქვენი პუტინი ყველაფერს თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის, მათ შორის, საქართველოსაც არ უშვებს. 
 
– გაუგებარია მხოლოდ ერთი რამ, ამის გამო ქართველები კარგად არიან?
 
– და ახლა ქართველები კარგად არიან? საქართველოში ფასებმა უფრო აიწია, ვიდრე რუსეთში, ხელფასებმა კი – არა. მიხეილ სააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა. არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი პირიქით არის. კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, თითქოს ეს მშობლიური ენა იყოს. უბრალოდ, უნდა გვახსოვდეს, რუსეთი და საქართველო ყოველთვის იყვნენ ყველაზე ახლო მეგობრები და ამ ისტორიის დავიწყება დაუშვებელია''.
 
თავად ზაზა ჯანაშია ამ კონკრეტულ  გამონათქვამებს ჟურნალიტების ინტერპრეტაციას მიაწერს, თუმცა არ უარყოფს, რომ მას, როგორც რუსეთში დაბადებულსა და გაზრდილს, არ მიაჩნია, რომ რუსეთი საქართველოს მტერია და  მასზე ცუდის თქმა ადამიანურად არ შეუძლია. 

სიახლეები

ბაზარზე მკვლელი “კრისტალი” გამოჩნდა, რომელიც იპყრობს შენს გონებას და გიმონებს – ნარკოლოგი

ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე, რომელიც ხშირად აქვეყნებს დასაბუთებულ გაფრთხილებებს ახალი, სხვებისგან განსხვავებული ნარკოტიკის გამოჩენის შემთხვევაში,...

საია TV პირველის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას გმობს

ტვ პირველის გადამღებ ჯგუფთან დაკავშირებული კონფლიქტის გამო, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს:  "ტელეკომპანია „პირველის“...

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

ტვ პირველის ჟურნალისტი მარიამ მაკასარაშვილი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ყოფილი პირველი...

თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, ევროპული ქვეყნები ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ – გერმანია

ევროპული ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მომზადებას დაიწყებენ, თუ მოსკოვი დღის ბოლომდე ცეცხლის შეწყვეტაზე...