მთავარისიახლეებიპოლიტიკასოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარზე ბოძების ჩასმა დაიწყეს (Video)

სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარზე ბოძების ჩასმა დაიწყეს (Video)

Published on

გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსაზღვრე ზუგდიდის სოფელ ხურჩაში რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო საზღვარი გადმოსწიეს. შედეგად ხურჩელი ომარ მიქაუტაძის და არველოდ ნაჭყებიას 2-ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ოკუპირებულ ტერიტორიას შეუერთდა. 
ხურჩის გამგებელი ადასტურებს, რომ ე.წ. რუსი მესაზღვრეების მიერ ტერიტორიის ხის ბოძებით მონიშვნის შედეგად, ხურჩის მოსახლეობის 2 ჰექტრამდე მიწა აფხაზეთის მხარეს მოექცა.
როგორც ბადრი ხუნჯგურუამ განაცხადა, ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ხურჩის მიმდებარედ ტერიტორია ხის ბოძებით მონიშნეს, ხურჩის მცხოვრებლებს კი რომლებიც წლების განმავლობაში მიწებს სახნავად იყენებდნენ უთხრეს, რომ ეს მიწა მათი აღარ იყო: “ე.წ. საზღვარი აქამდე პირობითად არხი იყო, რომელიც ამ ტერიტორიაზეა. ყველამ იცოდა რომ არხის იქით არ უნდა გადასულიყო. 2 დღის წინ დაიწყეს ბოძების ჩასმა და 2 ჰექტარამდე  მიწა აფხაზეთისკენ მოაქციეს“,-განაცხადა ხუნჯგურუამ.
ერთ ჰექტარამდე მიწას, რომელიც ბოძების მიღმა მოექცა, მიქაუტაძეების ოჯახი წლებია ამუშავებდა. ირინა მიქაუტაძის განცხადებით, ე.წ. რუსმა ჯარისკაცებმა უთხრეს, რომ გადასვლის შემთხვევაში დააპატიმრებენ.
რაც შეეხება მეორე მესაკუთრეს, არველოდ ნაჭყებია აცხადებს, რომ ამ მიწას 1978 წლიდან ამუშავებდა და ამ დრომდე არ იცოდა, რომ მისი ყანის ერთი ნაწილი თურმე ნაბაკევს ეკუთვნის, რომელიც რუსულ ჯარს ოკუპირებული აქვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საოკუპაციო ზოლზე ბოძების ჩასმას ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას უწოდებენ და ამბობენ რომ ე.წ. საზღვრის გადმოწევა არ მომხდარა.
სუსის განცხადებით, ამ ფაქტზე მოახდენენ რეაგირებას. მათი ცნობით, ინფორმაცია უკვე მიწოდებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის. დამკვირვებლები უკვე იმყოფებოდნენ ადგილზე.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მიაწოდებს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხებზე. 

 

 

სიახლეები

კოალიციამ “ცვლილებისთვის” ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა

კოალიციამ "ცვლილებისთვის" ცესკოს საარჩევნო ნომრის შენარჩუნების განაცხადით მიმართა - ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ...

უკრაინის რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა

უკრაინის უმაღლესლმა რადამ იულია სვირიდენკო პრემიერმინისტრად დაამტკიცა. ინფორმაციას ფრაქცია Голос-ის დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკა ტელეგრამ-არხზე ავრცელებს. სვირიდენკოს...

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრაქცია ხალხის მსახურის შეხვედრაზე მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა. ადგილობრივი მედიის ცნობით,...

კობახიძე უვიზოს შესაძლო შეჩერებაზე: ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი...