მთავარისიახლეებისაზოგადოებადასაცავი მოსამართლე კი არა, გამოხატვის თავისუფლება ხდება

დასაცავი მოსამართლე კი არა, გამოხატვის თავისუფლება ხდება

Published on

"ზონდერ – მოსამართლე“, „დაქირავებული ზონდერი“; „მანქურთი“, „მანტიაში გახვეული მანქურთი, მოღალატე, კრიმინალი, სამარცხვინო, გაყიდული მონა, ჯიბის მოსამართლე, დავალების შემსრულებელი, ქვეყნისათვის თავისმომჭრელი,'' ასეთია მოსამართლეების მიმართ მედიაში გამოყენებული გამონათქვამების არასრული ჩამონათვალი, რომელიც თან ერთვის იუტიციის საბჭოს წევრების ინიციატივას მოსამართლის შეურაცხყოფისათვის სანქციების დაწესების   შესახებ  –  საბჭოს მიუღებლად მიაჩნია მოსამართლისათვის უვიცობის დაბრალება, მისი პიროვნული და პროფესიული შეურაცხყოფა და გამონათქვამები მთელი სასამართლო სისტემის წინააღმდეგ, მათ შორის ცრუ ფაქტებისა და დაუსაბუთებელი „შეფასებების“ გავრცელება, რომლებიც იწვევს სასამართლოს დისკრედიტაციას ხალხის თვალში.
 იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოთქვამს მზაობას შესაბამისი საკანონმდებლო   ინიციატივით შევიდეს პარლამენტში,  ამდენად  სავსებით რეალურია  მასში მოთხოვნილმა  აკრძალვებმა სულ მალე კანონის სახეც მიიღოს და მოსამართლის კრიტიკა დასჯად ქმედებადაც იქცეს.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  ამ  ინიციატივას პოლიტიკოსები და ექსპერტები სიტყვის თავისუფების შეზღუდვის მცდელობად აფასებენ და თვლიან, რომ მოსამართლეთა დაცვის სახელით  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა იგეგმება.  აქ ბევრს არაფერს ცვლის საბჭოს განცხადებაში გამოტქმული წინადადება – საზოგადოების ჩართულობით მოხდეს განსაზღვრება თუ სად მთავრდება მოსამართლის კრიტიკა და სად იწყება შეურაცხყოფა.
 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივას კრიტიკული განცხადებები მოყვა საქართველოს პარლამენტშიც, თუმცა   ამ ეტაპზე უცნობია,  შეძლებენ თუ არა საბჭოს წინადადების  მოწინააღმდეგეები პოტენციური მხარდამჭერების დაყოლიებას ამ ინიციატივის ცასაგდებად. სესაბამისად ძნელად სავარაუდოა, მიღების შემთხვევაში  დასჯის რა ფორმაზე შეთანხმდებიან რეგულაციების დაწესების მომხრეები.
 
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ „ასეთი ინიციატივა, ზოგადად სიტყვის თავისუფლებაზე სერიოზული დარტყმა ინება. საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა წაერთმევათ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საკითხებზე მათი პოზიცია გამოხატონ.
 
,,ადამიანისთვის საკუთარი მოსაზრების გამოხატვის აკრძალვა, გამოხატვის თავისუფლების სერიოზული დარღვევაა და სასამართლოს ავტოროტეტი დაცვასთან კავშირში არ არის, პირიქით, ასეთი ტიპის სანქციები უფრო მეტ ზიანს მიაყენებს სასამართლოს მიუკერძოებლობას“- აცხადებს „საიას იურისტი გიორგი გოცირიძე.
მისი თქმით, ,, არასწორია მოსაზრება  რომ დღეს მოსამართლეები უსაფუძვლო კრიტკისაგან დაუცველები არიან. მოსამართლეს, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, აქვს , შესაძლებლობამიმართოს სასამართლოს, მოითხოვოს  გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და კომპენსაცია  მორალური ზიანისათვის, თუკი მის მიმართ სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია გავრცელდა 
 
 სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონი ერთმანეთისგან ფაქტს და აზრს ერთმანეთისგან განსხვავებს. „მაგალითად გამოთქმა: „ზონდერი მოსამართლე“ – ეს არის აზრი. მაგრამ გამოთქმა, რომ „მოსამართლემ აიღო ქრთამი“ – ეს არის ფაქტი. ფაქტზე სასამართლოში დავა შესაძლებელია, მოსაზრება არის აბსოლუტური პრივილეგიით დაცული და მოსამართლის გამოთქმასთან დაკავშირებით ვერავინ შეედავება ამ მისაზრების ავტორს, მათ შორის სასამართლოში“- გიორგი გოცირიძე.

 
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივა ჰგავს ცენზურის გაცოცხლებას, რომელიც მეგონა, რომ მე-20 საუკუნეში დავტოვეთ და 21-ში, ინფორმაციის თავისუფლებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების უსაზღვრო განვითარების ეპოქაში აღარ გამოგვყვა“- ეს შეფასება კი იურისტ ლია მუხაშავრიას ეკუთვნის.

სიახლეები

მოცვისა და თხილის მეურნეობების გამოწვევები – როგორ ჭრის ამ პრობლემებს Atens-ის ბიოპროდუქტები

ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი...

NGO-ები-წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს

წამების მსხვერპლთა მხარდაჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციების განცხადებით, მიუხედავად ეროვნული...

კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია – კობახიძე

ირაკლი კობახიძემ სახელისუფლებო კორუფციაა დამარცხებულად გამოაცხადა - პარლამენტში მისული მთავრობის მთაური ირწმუნება, რომ "კორუფცია...

საიამ სტრასბურგში ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე საჩივარი წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში მე-4 საჩივარს გზავნის. საიას...