ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში ბოლო რამდენიმე დღეა მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. სოფელში ამბობენ, რომ იდუმალი არსება რამდენიმე ოჯახს გვიან ღამით „სტუმრობს“. მათი თქმით, ესმით უცნაური ხმები, კარზე კაკუნი, რომელიც ძალიან აშინებთ. ამის შესახებ საქმის კურსშია შამგონის გამგებელიც:“ მე ამ ფაქტს ვერც ვუარყოფ და ვერც ვადასტურებ, რადგან რეალურად ფაქტი არ არსებობს, კი, მართალია, მოსახლეობა პანიკაშია, შეშინებულები არიან, ესმით რაღაც ხმები, მაგრამ ჯერ ხელჩასაჭიდი ვერაფერი ვიპოვეთ. შევატყობინეთ უბნის რწმუნებულსაც, მიდიან სამართალდამცავები ამ ოჯახებთან, ყურადღებას აქცევენ, 2- 3 ოჯახია სულ, რომლებიც ამბობენ, რომ მათ სახლში ღამღამობით მოდის ეს რეიკი და არ ვიცი რა ხდება, არც ფოტო არ არის გადაღებული და ისე ფაქტის გარეშე ლაპარაკი რთულია“- უთხრა „ოდიშინიუსს“ შამგონის გამგებელმა დემნა ხუბუამ. ინფორმაცია (და ფოტო) რეიკის გამოჩენის შესახებ „ოდიშინიუსს“ შამგონის მკვიდრმა მიაწოდა, რომელიც ამბობს, რომ ფოტო სოფლის მიტოვებულ სახლს მოზარდმა გადაუღო, რომელმაც გადაღებულ სურათზე რეიკის მსგავსი გამოსახულება შეამჩნია, ჩვენი წყაროს ინფორმაციით სოფელში სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდნენ ამ უცნაური არსების შესახებ, რომლის გამოჩენამაც გასული წლის ზაფხულში მთელი საქართველო პანიკაში ჩააგდო, იბეჭდებოდა ფოტოები, ვრცელდებოდა ვიოდეოები, სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებლები ამბობდნენ რომ უცნაური აღნაგობის „მანათობელი“ არსება მათი ხშირი სტუმარი იყო. შამგონის გამგებლის თქმით, გუშინ სოფელში ეს ოჯახები სასულიერო პირებმა აკურთხეს :“ ისინი ამ ფაქტს დემონური ძალების არსებობას მიაწერენ“- განაცხადა დემნა ხუბუამ.
ექსკლუზივი: შამგონაში უცნაური არსება “რეიკი” გამოჩნდა
სიახლეები
საზოგადოება
ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი
პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...
სიახლეები
4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე
ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...
სიახლეები
დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე
რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....
სიახლეები
თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა
პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...