მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენ შემოვიერთებთ მთელს ჯანსაღ ოპოზიციურ სპექტრს და მოვიყვანთ ხელისუფლებაში''

მიხეილ სააკაშვილი: ,,ჩვენ შემოვიერთებთ მთელს ჯანსაღ ოპოზიციურ სპექტრს და მოვიყვანთ ხელისუფლებაში”

Published on

უკრაინის ახალი ოპოზიციური მოძრაობა ,, რუხი'' და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დღითიდღე  მეტ პოპულარობას იძენს. პირადად სააკაშვილის მზარდ რეიტინგზე და მისდამი მოსახლეობის ფართო ფენების მხარდაჭერაზე რომ არაფერი ვთქვათ, სწრაფად იზრდება მოძრაობის რიგებიც – მას უერთდებიან სხვადასხვა პარტიები და ახლო წარსულში საკმაოდ მძლავრი პარტიების ადგილობრივი ორგანიზაციები და მოქმედი პოლიტიკური ფიგურები, რომელთა პოზიცია  უკრაინის ევროპული მომავლის საკითხში და კორუფციასთან შეურიგებლობა  სულ უფრო მეტ თანხვედრაში მოდის ,,რუხისა'' და მისი ლიდერის პოზიციასთან.
 
,,გუშინ, მნიშვნელოვან სამრეწველო ცენტრში, ქალაქ კონოტოპში, იულია ტიმოშენკოს პარტია "ბატკივშინას", მთელი შემადგენლობით გამოეყო საქალაქო ორგანიზაცია და ჩემს მოძრაობას შემოუერთდა, დღეს კი ჩვენ შემოგვიერთდა პარტია "ვოლია" რომელსაც ყავს სხვა და სხვა დონის ხუთასზე მეტი დეპუტატი და ასევე უკრაინის 9 ქალაქის მერი, ხვალ კი დამატებით გვიერთდება კიდევ ერთი ქალაქის მერი სხვა პარტიიდან. ეს დიდი გაერთიანების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ შემოვიერთებთ მთელს ჯანსაღ ოპოზიციურ სპექტრს და მოვიყვანთ ხელისუფლებაში'' – წერს მიხეილ სააკაშვილი პირად ფეისბუქ გვერდზე

სიახლეები

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ საპატიმრო დაწესებულება დატოვა. მასსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება...

“აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა!” – “დროას” პასუხი რუსეთის პროკურატურას

პარტია დროა ეხმაურება რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ მათ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებას. ისინი ამბობენ, რომ...