მთავარისიახლეებიპოლიტიკაოთარ კახიძე პარლამენტიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს

ოთარ კახიძე პარლამენტიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს

Published on

„ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი ოთარ კახიძე პარლამენტის შენობიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებით გაიყვანეს. კახიძე შენობიდან მისივე თანაგუნდელმა, გიორგი ტუღუშმა გააცილა. დეპუტატმა თავის არეში დაზიანება „ევროპული საქართველოს“ წევრ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს შორის დაპირისპირების დროს მიიღო. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება დეპუტატების ოთხაში მოხდა, სადაც, წყაროს ცნობით, გიორგი კანდელაკმა ვანო ზარდიაშვილს საფერფლე ესროლა, რომელიც შემთხვევით ოთარ კახიძეს მოხვდა. ამ დროისთვის მედიის წარმომადგენლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ აქვთ, ვინაიდან დერეფნის კარი ჩაკეტილია.

სიახლეები

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...

ქართველი ხალხის დღის წესრიგი რუსეთთან დაბრუნება უნდა გახდეს – ალაუდინოვი მჟავანაძესთან

"დღეს დადგა დრო, როცა ქართველებმა ყველაფერი უნდა გაიხსენონ და თქვან: რუსებო, ჩვენ ყოველთვის თქვენთან...

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...